fbpx

რა ასაკში აღწევს კრეატიულობა პიკს?


გააზიარე სტატია



ფსიქოლოგებმა, რომლებიც ცხოვრებისეული ციკლის განმავლობაში შემოქმედებით მიღწევებს იკვლევდნენ, აღმოაჩინეს, რომ შემოქმედებითობა მწვერვალებს 30-დან 40 წლის ასაკში,  ან 40-ის შემდეგ აღწევს. ისინი შემოქმედებითობას უფრო მეტად ინოვაციური დისციპლინების პერსპექტივიდან უყურებდნენ, ვიდრე ინდივიდუალური მიღწევებით. ინდივიდუალურ კრეატიულობაზე კი საკმაოდ საინტერესო კვლევა ოჰაიოს უნივერსიტეტის ორმა პროფესორმა ჩაატარა, რომლებმაც სრულიად განსხვავებულ ასპექტებს მიაგნეს. 

 

ისინი აკვირდებოდნენ ნობელის პრემიის 31 გამარჯვებულს  ეკონომიკის დარგში.

დადგინდა, რომ არსებობს ინდივიდუალური შემოქმედების ორი პიკური ციკლი: ერთი, რომელიც ადრინდელ ასაკში (20 წლიდან ) ვლინდება, ხოლო მეორე კი – გვიან (50-ის მერე).

 

ადამიანებს, რომლებიც კონცეპტუალური ინოვატორები არიან, სამყაროს ჩარჩოებს მიღმა აღიქვამენ და აქვთ განსაზღვრული მიზნები, ახალი იდეები უფრო ადრეულ ასაკში უჩნდებათ. ის ადამიანები კი, რომლებიც ექსპერიმენტულები არიან, აქვთ ნაკლებად კონკრეტული მიზნები და საკუთარ ცოდნას ეყრდნობიან მთელი კარიერის განმავლობაში, ინოვაციურ გზებს შედარებით მოგვიანებით პოულობენ.   კონცეპტუალური ინოვატორები არიან: პაბლო პიკასო, ტ. ელიოტი, ჰერმან მელვილი და ალბერტ აინშტაინი, ხოლო ექსპერიმენტული ინოვატორები კი –  პოლ სეზანი, რობერტ ფროსტი, ვირჯინია ვულფი და ჩარლზ დარვინი.

 

მკვლევრებს სჯერათ, რომ ის, თუ რა ასაკში მიაღწევთ კრეატიულობის პიკს, დამოკიდებულია თქვენს პიროვნებაზე და არა იმ სფეროზე, რაშიც მოღვაწეობთ.

თუ თქვენ კონცეპტუალური მოაზროვნე ხართ, სავარაუდოდ, ახალგაზრდობაში იქნებით შემოქმედებითი, ხოლო თუ  ექსპერიმენტული მოაზროვნე ხართ, მაშინ კრეატიულ ნამუშევრებს უფრო გვიან შექმნით. ამრიგად, თეორიულად არ არსებობს შეზღუდვები შემოქმედებითობაზე. თქვენი კრეატიულობის პიკს შესაძლებელია ორმოც, ორმოცდაათ ან სამოც წლის ასაკშიც კი მიაღწიოთ.

 

ორიგინალი: https://www.psychologytoday.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.