fbpx

10 რამ, რაც შესაძლოა, არ იცოდეთ ედვარდ მუნკის “კივილის” შესახებ


გააზიარე სტატია

 

მუნკის “კივილი” ხელოვნებაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია. შეიძლება ითქვას, რომ იგი მღელვარების უნივერსალურ სიმბოლოდაც კი იქცა, რომელსაც საკუთარი ღიმილაკი (emoji) აქვს.

გაიგეთ რამდენიმე უცნობი ფაქტი ნამუშევრის შესახებ: 

  • #1. არსებობს “კივილის” ერთზე მეტი ვერსია
    ორი ნახატი (ერთი ოსლოს ეროვნულ გალერეაში, მეორე კი მუნკის მუზეუმში), ორი პასტელური ნამუშევარი და რამდენიმე პრინტი. 1895 წლის პასტელური ნამუშევარი აუქციონზე 74 მილიონ ფუნტ სტერლინგად გაიყიდა, რამაც ხელოვნების ნიმუში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად გაყიდულ ნამუშევრად აქცია.
  • #2. მუნკმა პირველი “კივილი” 1895 წელს დახატა და წარადგინა
    ორი წლის შემდეგ კი მასზე ლითოგრაფიული ნამუშევარი გააკეთა, რომელსაც სახელი გერმანულად წააწერა. მხატვარს განსაკუთრებული პოპულარობა ხელოვნების ნიმუშის პრინტ-ვერსიებმა მოუტანა.
  • #3. “კივილი” ორჯერ მოიპარეს
    პირველად 1994 წელს მოიპარეს და ნამუშევრის პოვნა და დაბრუნება სამ თვეში მოხერხდა. 2004 წელს კი შეიარაღებული პირი თავს დაესხა მუნკის მუზეუმს და “კივილის” რამდენიმე ვერსია და სხვა ნამუშევრები გაიტაცა. ნამუშევრები დაკარგული იყო 2006 წლამდე.
  • #4. დაკარგული ნამუშევრების დაბრუნების შემდეგ მუნკს სულაც არ ახარებდა მათ დასაცავად გაძლიერებული დაცვა და შეფუთვა
    სავარაუდოდ,  მუნკი ისურვებდა, რომ ნებისმიერი ლაქა თუ ისტორიის მიერ დატოვებული კვალი მის ნამუშევრებზე ხელუხლებელი ყოფილიყო, რათა მნახველს ისინი ისეთი ენახა, რა კვალსაც მათ ცხოვრება დაუტოვებდა.
  • #5. ქვემოთ მოტანილი სკეტჩი “სასოწარკვეთილება” მუნკმა 1892 წელს შექმნა, მანამ, სანამ  იმავე ფონის გამოყენებით “კივილს” დახატავდა
    უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს მისი პიროვნული იზოლაციის პერიოდია, რომელსაც იგი ასე აღწერს: “აღელვებული ვიყავი, შევჩერდი და ღობეს დავეყრდენი, ჩემი მეგობრები გზას განაგრძობდნენ, მე კი მღელვარებისგან ვკანკალებდი”.
    მუნკის მიერ შექმნილი  “კივილის” ერთგვარი სერია 1893 წელს გამოიფინა.
  • #6. სინამდვილეში  მუნკის ამ ნახატის მთავარი  სუბიექტი არ კივის
    ზამუშევარზე ავტორისეული გერმანული წარწერა გვამცნობს: “მე ვიგრძენი კივილი, რომელიც ბუნებაშია”. მუნკი განმარტავს, რომ ნახატში, სინამდვილეში, ობიექტის მთელი გარემოცვა კივის. ნაწარმოების ორიგინალური დასახელება კი “ბუნების კივილი” უნდა ყოფილიყო.
  • #7. არ იყო ჩაფიქრებული, რომ “კივილი” ინდივიდუალური სასოწარკვეთილების სიმბოლო გამხდარიყო
    თუკი ნამუშევარს დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ძირითადი ობიექტი ყურზე ხელების აფარებით ერთგვარად ბლოკავს გარემოს ხმებს. მას ასევე არ აქვს გამოკვეთილი სქესი, რამაც ასევე შეუწყო ხელი იმ ფაქტს, რომ იგი მღელვარების უნივერსალური სიმბოლო გახდა.
  • #8. ხელოვნების ეს განსაკუთრებული ნიმუში ჩვენს ყოველდღიურობაში დამკვიდრდა და წარმოადგენს ხელოვნების ორიდან ერთ-ერთ ნიმუშს, რომელსაც საკუთარი ღიმილაკი (emoji) აქვს. ასეთი მეორე ჰაცუშკა ჰოკუსაის  ნამუშევარია – “კანაგავას დიდი ტალღა”.
  • #9. “კივილის” ძირითადი ობიექტი პოპ არტსა და კულტურაში ხშირად გამოყენებული სიმბოლოა
    ენდი უორჰოლიდან კომიქსებამდე, ჰალოუინის ნიღბებიდან ფილმებამდე “კივილი” განაგრძობს ადამიანების მოხიბვლას და დღევანდელი სამყაროს ვიზუალურ კულტურაზე ზემოქმედებას. ბრიტანელი არტისტის, პიტერ ბრუკის ეს ნამუშევარი ტაიმსის 2017 წლის ერთ-ერთ გამოცემაში დაიბეჭდა.
  • #10. “კივილის” მთავარი ფიგურა შესაძლოა, მუმიისგან იყოს  შთაგონებული
    მუმიის პოზა თავთან მიტანილი ხელებით, შესაძლოა შთაგონებული იყოს პერუელი მუმიისგან, რომელიც მხატვარმა პარიზში 1889 წელს გამართულ გამოფენაზე ნახა.


ორიგინალი:https://blog.britishmuseum.org/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.