ძველი ეგვიპტელების მიერ მხატვრობაში გამოყენებულ ყვითელ პიგმენტს ვერმეერიც იყენებდა
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ძველი ეგვიპტელების მიერ მხატვრობაში გამოყენებულ ყვითელ პიგმენტს ვერმეერიც იყენებდა.
ევროპელი მეცნიერების ჯგუფმა დაადგინა, რომ ძველი ეგვიპტელების მიერ გამოყენებული ყვითელი საღებავი იმაზე რთული აგებულებისაა, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო მიჩნეული.
აპრიესის (ძვ.წ. 589-570) სასახლის კარიბჭის კირქვის ზედაპირზე მუშაობისას არქეოლოგებმა საღებავის ნარჩენების შესასწავლად მოლეკულური საიდენტიფიკაციო მეთოდები გამოიყენეს. ზედაპირებზე შესამჩნევად შემონახულ საღებავში ორი ტიპის ყვითელი პიგმენტი აღმოაჩინეს, რომელიც აქამდე არ იყო გამოვლენილი.
არაინვაზიური მიკრორენტგენის ფლუორესცენციული სპექტროსკოპის გამოყენებით მეცნიერებმა რელიეფებზე არსებულ პიგმენტების უდიდეს ნაწილში ეგვიპტური ცისფერი, ეგვიპტური მწვანე და წითელი ოხრა აღმოაჩინეს. მაგრამ, როცა საქმე ყვითელ პიგმენტზე მიდგა, მეცნიერებმა გადაწყვიტეს კვლევა განეგრძოთ და გამოეყენებინათ ტექნიკა, რომელიც ფხვნილის რენტგენის დიფრაქციით არის ცნობილი.
მანამდე ჩატარებული კვლევების მიხედვით, ეგვიპტური ყვითელი საღებავების უმეტესობა ოხრა (თიხით და რკინით მდინარი ნიადაგი) ან დარიშხანის სულფიდი იყო. მაგრამ ამჯერად სხვა შედეგი დაფიქსირდა: “ძველეგვიპტურ მხატვრობაში პირველად იქნა აღმოჩენილი ტყვიის ყვითელი ანტიმონატი (Lead-antimonate yellow) და კალის ყვითელი ანტიმონატი (lead-tin yellow)”, – აღნიშნულია სტატიაში. კვლევა ამ ზაფხულს ჟურნალ Heritage Science-ში გამოქვეყნდა.
კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი – რასმუსენი ქიმიური ანალიზის ექსპერტია. მან შუასაუკუნეების დანიელთა სიფილისური ძვლები, იტალიელი ბერების ჩონჩხები, მკვდარი ზღვის გრაგნილები და მე-17 საუკუნის ასტრონომის, Tycho Brah-ის წვერი შეისწავლა. რასმუსენის მიხედვით, პიგმენტი, რომელიც ძველ ეგვიპტეში გამოიყენებოდა, მე-17 საუკუნის ბაროკოულ ფერწერაშიც აღმოჩნდა – ვერმეერი იმავე ტიპის პიგმენტს იყენებდა. სწორედ ესაა მნიშვნელოვანი და ახალ შეკითხვებს აჩენს.
“აქ რამდენიმე ასპექტი შეიძლება არსებობდეს: ერთი თეორიის მიხედვით, ყვითელი პიგმენტის დამზადების ტექნიკა ძველი ეგვიპტიდან ჰოლანდიურ ბაროკოში გადავიდა, რაც გვაფიქრებინებს სავაჭრო გზებისა და ინფორმაციის გაცვლის შესაძლებლობების არსებობას. მეორე თვალსაზრისი უფრო რთულია, რამდენადაც ჩვენთვის უცნობი გეოლოგიური წყაროებით არის განპირობებული და არ ვიცით, როგორ მოხდა, რომ ჩვენს ერამდე მეხუთე და ჩვენი დროით მე-17 საუკუნეებში ერთსა და იმავე საღებავს იყენებდნენ.
ორიგინალი:https://news.artnet.com/