fbpx

ინგლისურის ცოდნის რეიტინგში საქართველო 56-ე ადგილზეა – ალბანეთის, ბოლივიის, ვიეტნამისა და პაკისტანის შემდეგ


გააზიარე სტატია


მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი ლაპარაკობს ინგლისურად,  ენის ცოდნა კი მათ შორის ბარიერებს ამცირებს და აჩქარებს ინფორმაციის გაცვლას. წინამდებარე კვლევა საერთაშორისო საგანმანათლებლო კომპანია EF-მ ჩაატარა, რომელიც აფასებს სხვადასხვა რეგიონების 100 ქვეყანაში ინგლისურის ცოდნის დონეს და მის კორელაციას ქვეყნების განვითარებაზე. 

 

კვლევის მონაწილეების სტატისტიკა:

2,3 მილიონი მონაწილე, მათგან  59% ქალი, ხოლო 41% მამაკაცი. საშუალო ასაკი – 23 წელი. კვლევის მონაწილეთა 90%  40 წლამდე ასაკისაა.  

100 ქვეყანა/რეგიონი – აქედან 33 ევროპიდან, 25 აზიიდან, 10 შუა აღმოსავლეთიდან, 19 ლათინური ამერიკიდან, ხოლო 13 აფრიკიდან.

 

ინდექსი რეგიონების მიხედვით:

საქართველოში  ინგლისური ენის ცოდნის ინდექსი საკმაოდ დაბალია (50.62),  ამ მაჩვენებლით  მსოფლიოში 56-ე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: ბრაზილია, ბანგლადეში, თურქეთი, ტაილანდი, ეგვიპტე და სხვ.  

პირველი ხუთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მაღალი ინდექსით გამოირჩევა: ნიდერლანდები, შვედეთი, ნორვერგია, დანია და სინგაპური. 

 

მითი და რეალობა

ინტერნეტში ათასობით სტატიას შეხვდებით, რომლებიც გთავაზობთ სამ საოცარ რჩევას და ხუთი მარტივ ნაბიჯს, თუ როგორ ისწავლოთ ინგლისური. ეს რომ ასეთი მარტივი იყოს, მაშინ უცხო ენა ყველას ეცოდინებოდა. რეალობა არის ის, რომ ზრდასრულ ადამიანს, რომელმაც არ იცის ინგლისური, მინიმუმ 600 საათი დასჭირდება სწავლისთვის. 

 

ინგლისური და ინოვაცია

ინგლისურის ცოდნასა და გლობალური ნიჭიერების კონკურენტუნარიანობის ინდექსს შორის მაღალი კორელაციაა (იხ. გრაფიკი  A). ეს ანგარიში აფასებს ქვეყნის შესაძლებლობას, მოიზიდოს, განავითაროს და შეინარჩუნოს გამოცდილი პერსონალი. 

მრავალფეროვნება გავლენას ახდენს ინოვაციაზე. კვლევამ აჩვენა, რომ ერთმანეთისგან ეთნიკურად განსხვავებული ადამიანები უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ გუნდურად მუშაობისას, რადგან ისინი ეყრდნობიან ფაქტებს და არა მოსაზრებებს.  ინგლისური ენის ცოდნა კი მათ შორის კომუნიკაციას ამარტივებს.

გრაფიკი A: ლურჯი – ძალიან მაღალი ინდექსი, ცისფერი – მაღალი ინდექსი, მწვანე – საშუალო ინდექსი, ყვითელი – დაბალი ინდექსი, ნარინჯისფერი – ძალიან დაბალი ინდექსი. 

ინგლისური და ეკონომიკა

ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა ურთიერთკავშირშია მთლიანი შიდა პროდუქტის, წმინდა შემოსავლისა  და პროდუქტიულობის ზრდასთან. განვითარებად ქვეყნებში ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე გადასვლა მოითხოვს როგორც შესაბამის ინფრასტრუქტურას, ასევე გამოცდილ სამუშაო ძალას, რომელთაც მომსახურების შეთავაზება საერთაშორისო დონეზე შეუძლიათ. ამისთვის აუცილებელია განათლებაზე ფოკუსირება. D გრაფიკში იხილავთ ადამიანური კაპიტალის განვითარებასა და ინგლისური ენის ცოდნის ინდექსს შორის ურთიერთკავშირს . უცხო ენის ცოდნა არა მარტო ამარტივებს ურთიერთობას, არამედ ნდობასაც წარმოშობს. ეკონომისტ პანკა ღემავატის შეფასებით,  ის ქვეყნები, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ, 42%-ით უფრო კარგად ვაჭრობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც განსხვავებული კომუნიკაციის ენას იყენებენ. 

გრაფიკი D: ლურჯი – ძალიან მაღალი ინდექსი, ცისფერი – მაღალი ინდექსი, მწვანე – საშუალო ინდექსი, ყვითელი – დაბალი ინდექსი, ნარინჯისფერი – ძალიან დაბალი ინდექსი. 

ინგლისური და საზოგადოება

ინგლისური ენის ცოდნა საზოგადოების ჰორიზონტს აფართოებს: სწავლას აზრი არ აქვს, თუ შენს ქვეყანას არ გასცდები და მსოფლიოს არ მოინახულებ. სწორედ ამ მოძრაობით შეიგრძნობთ თავისუფლებას, დააკვირდებით, თუ როგორ მუშაობს დანარჩენი სამყარო. გარე სამყაროსთან კონტაქტის შემდეგ ადამიანებს ხშირად უჩნდებათ კითხვები თავიანთი საზოგადოების შესახებ, უფრო ჩართულნი არიან გლობალურ საკითხებში და ხშირ შემთხვევაში, ცვლილებებისთვისაც იბრძვიან. ძალიან ძლიერი ურთიერთკავშირია ინგლისურსა და საერთაშორისო ჩართულობას შორის (გრაფიკი E).

გრაფიკი E: ლურჯი – ძალიან მაღალი ინდექსი, ცისფერი – მაღალი ინდექსი, მწვანე – საშუალო ინდექსი, ყვითელი – დაბალი ინდექსი, ნარინჯისფერი – ძალიან დაბალი ინდექსი. 

რეკომენდაციები კომპანიებისთვის:

  • გამოიყენეთ პლატფორმები, რომლებიც ხელს უწყობს თქვენი პერსონალის მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყნებში
  • დააჯილდოვეთ თანამშრომლები, რომლებიც ცდილობენ ინგლისური ენის გაუმჯობესებას
  • დააწესეთ ინგლისურის ცოდნის მინიმალური სტანდარტი განსხვავებული პოზიციებისთვის და ჩაატარეთ ტესტირება, მანამ, სანამ კადრს აიყვანთ 
  • დაიქირავეთ სპეციალისტები და ჩაატარეთ ტრენინგები

 

რეკომენდაციები საგანმანათლებლო  ინსტიტუტებისთვის:

  • შეადგინეთ სასწავლო გეგმა და მინიმალური ქულა, რომელიც საჭიროა  კონკრეტული საგანმანათლებლო ეტაპის დახურვისთვის
  • გამოიყენეთ ფართომასშტაბიანი შეფასება როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და დროთა განმავლობაში თვალი ადევნეთ პროგრესს.
  • დაარეგულირეთ ინგლისურის მისაღები და დამამთავრებელი გამოცდები
  • პერიოდულად გადაამზადეთ მასწავლებლები/ლექტორები

ორიგინალი: https://www.ef.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.