fbpx

არტისტი, რომელიც ნამუშევრებს მხოლოდ მავთულისა და ბრტყელტუჩასგან აკეთებს – სპენსერ ლითლი


გააზიარე სტატია



კალიფორნიელი არტისტის, სპენსერ ლითლის ნამუშევრების ნახვა მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში შეიძლება. მაგალითად, პარიზში, ეიფელის კოშკზე, სეულის ქუჩებში, რომელიმე სარეკლამო ბანერზე, როტერდამის ბოტანიკურ ბაღში ან ლუიზიანაში, მისისიპის ნაპირებზე განთავსებულ ელექტრობოძებზე.   

უკვე 15 წელია, რაც სპენსერ ლითლი სხვადასხვა პერსონაჟებსა თუ ფრაზებს უბრალო ლითონის მავთულისგან ქმნის, ამისათვის კი, მხოლოდ ბრტყელტუჩას იყენებს. მისი თქმით, ნამუშევრებს ერთი უწყვეტი მავთულისგან აკეთებს და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში იყენებს რამდენიმე დეტალს.

ნამუშევრების თემატიკა ინდივიდუალური და მრავალფეროვანია. არტისტი  პოლიტიკოსების, მუსიკოსების, საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების გამოსახულებების გარდა, სოციალურად აქტუალურ საკითხებსაც ეხმიანება და თავის კრიტიკულ პოზიციას  აფიქსირებს. 

სპენსერ ლითლისთვის მნიშვნელოვანია ის გარემოც, სადაც ნამუშევრებს ანთავსებს. მისი თქმით, გარემო და ფონი ავსებს გამოსახულებას და დამატებით დატვირთვას აძლევს, შესაბამისად, დამთვალიერებელს დღის სხვადასხვა მონაკვეთში თუ სხვადასხვა რაკურსიდან, მისი მრავალმხრივი წაკითხვა შეუძლია. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.