fbpx

87 წლის ქალმა 75 ქუდი უცნობების გასათბობად მოქსოვა


გააზიარე სტატია

ყველა გმირი მოსასხამს არ ატარებს, მაგრამ ზოგიერთ მათგანს ქსოვა შეუძლია.  მასაჩუსეტსში 87 წლის ქალი რამდენიმე თვის განმავლობაში ქუდებს ქსოვდა, რათა გაჭირვებულებს ზამთარში სიცივე არ ეგრძნოთ.

მოხუცი ქალი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ამჯობინა, აღნიშნავს, რომ  ამ საქმით საზოგადოებაში დაბრუნების გზა იპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ არის სოციალურად  ისეთი აქტიური და ენერგიული, როგორიც ადრე იყო, ქუდების ქსოვისას მიხვდა, რომ ერთდროულად შეუძლია აკეთოს სასიამოვნო საქმე და თანაც ამით სხვებს დაეხმაროს.

თითოეული ქუდის ქსოვას მოხუცი ქალი ერთ  დღეს ანდომებს, მაგრამ ფიქრობს, რომ საქმისგან მიღებული სიამოვნება ამ გარჯად ღირს. 


“მომწონს ქსოვა. ვფიქრობ, ძალიან სახალისოა. უბრალოდ, ჩრდილში დარჩენას ვამჯობინებ. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ, უბრალოდ, ძალიან სასიამოვნოა ადამიანებისთვის დახმარება”, – აღნიშნავს 87 წლის ქალბატონი. 

როცა მან 75 ქუდი მოქსოვა, შვილის დახმარებით ისინი ნელსონის მემორიალურ პარკში ჩამოკიდა. მოხუცი ქალი ასევე ქუდებს  ბავშვთა სახლების აღსაზრდელებისთვისაც ქსოვს და გეგმავს, იგივე მომავალ წელსაც გაიმეოროს.

“ზუსტად ეს პატარა წვრილმანი ნიშნავს ძალიან დიდ რამეს იმათთვის, ვისაც არაფერი გააჩნია”.

მსგავსი ისტორიები კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველას გვაქვს ნიჭი, რისი დახმარებითაც ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების ყოველდღიურობის შეცვლა შეგვიძლია.


ორიგინალი:https://articles.aplus.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.