fbpx

მეცნიერებმა შექმნეს ალგორითმი, რომელსაც წყალქვეშა ფოტოებიდან წყლის წაშლა შეუძლია


გააზიარე სტატია


წყალქვეშა ფოტოები გამორჩეულია ფერების განსაკუთრებული მკაფიოობისა და იმ სამყაროს გამო, რომელსაც ის ასახავს.  ლურჯ-მწვანე ტონებით მოცული ფოტოები, რომლებიც წყალქვეშაა გადაღებული, თვალისმომჭრელია, მაგრამ, საინტერესოა,  როგორ გამოიყურება წყალქვეშა სამყარო მარინისტული ფილტრის გარეშე, ბუნებრივ ფერში. მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის წყალობით წყალქვეშა სამყაროს დათვალიერება ახლა უკვე  იმავე ფერში შეგვიძლია, როგორიც ის სინამდვილეშია.

ფოტოსურათიდან წყლის ციფრულად წაშლით ინჟინრები წყალქვეშა ფოტოგრაფიაში რევოლუციას ახდენენ. 

Sea-Thru Underwater Photography AI

Sea-Thru – ასე ჰქვია სპეციალურ ტექნოლოგიას, რომელსაც ალგორითმი წყლის წასაშლელად და ბუნებრივი ფერის აღსადგენად იყენებს. რატომ არის ეს ტექნიკა ასეთი მნიშვნელოვანი? თუ ოდესმე წყალქვეშ ფოტო გადაგიღიათ, გეცოდინებათ, რა სირთულეებთანაა ეს დაკავშირებული. წყალი ფერს შთანთქავს  და შედეგად მიღებული გამოსახულება მუქია, მთლიანად ლურჯი ტონებით მოცული. მეცნიერებს ეს ყველაფერი სახეობათა კვლევის საქმეს ურთულებდა.

Sea-Thru ტექნოლოგია  ინოვაციურია იმ თვალსაზრისით, რომ შუქ-ჩრდილებს  და ნაწილობრივ განათებას შლის. ის, რაც ჩვენ დავტოვეთ, მკაფიო ფერია, რომელიც ტრადიციულ პეიზაჟურ ფოტოგრაფიას ჰგავს. 


კვლევაში ნახავთ ფოტოებს, რომლებიც სიტყვების გარეშეც გადმოცემს სათქმელს.

ლურჯ ტონებში გაჯერებული ფოტოები მოულოდნელად სხვადასხვა ფერით იცვლება და ცხოვრება წყალქვეშა სამყაროში სრულიად ახალ მნიშვნელობას იძენს.


ორიგინალი:https://mymodernmet.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.