fbpx

ბიბლიური თავისუფლება საკუთარ მღვდელმსახურებისთვის მონანიების მოწმობებს გასცემს


გააზიარე სტატია

 

საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, ოტესტანტული ეკლესიაბიბლიური თავისუფლება”  მღვდემსახურებ სურვილისშემთხვევაში შანსს აძლევს, რომ საკუთარისაქციელი მოინანიონ და სამუდამოდ გავიდნენ მათი ეკლესიის მსახურებიდან.

ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიურითავისუფლების“ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. პოსტს კი ახალი მოწმობის ამსახველი ფოტოც ახლავს თან.

 

 

ბიბლიური თავისუფლება არის ჭეშმარიტი რელიგია, რომელიც იცავს ადამიანების თავისუფლებას და თვლის, რომ ადამიანს შეუძლია თვითონ განკარგოს თავისი ცხოვრება და იყოს პასუხისმგებელი საკუთარ გადაწყვეტილებებზე.

ჩვენ მოვახერხეთ და შევძელით ადამიანების თავისუფლების დაცვა ამქვეყნიური ბოროტებისგან. ამჯერად იმ ადამიანებს, ვისაც აღარსურთ იქადაგონ ჩვენი ეკლესიის სახელით, ვაძლევთ საშუალებას მოინანიონ საკუთარი საქციელი და დაუბრუნდნენ დედა ეკლესიას”, – ამბობს ლევან ჯგერნაია AT.ge-სთან საუბრისას.

გირჩმა საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტრი, პროტესტანტული ეკლესია 2017 წლის მარტში დაარეგისტრირა და მას შემდეგ სავალდებულო სამხედრო სამსახური დანათასობით ახალგაზრდა დაიხსნა.

ბიბლიური თავისუფლების გამოჩენას საზოგადოებაში სულაც არ გამოუწვევია ერთფეროვანი შეფასებები. ამ ეკლესიის საქმიანობას გმობს მოქმედი ხელისუფლება და მართლმადიდებლური ეკლესიაც.

შეგახსენებთ, რომ სამტრედიაში გარდაცვლილიბიბლიური თავისუფლების ერთ-ერთი მღვდელმსახურისთვის, 24 წლის შაკო ბარამიძისთვის წესის აგებაზე მის ოჯახს მართლმადიდებელმა მღვდლებმა უარიგანუცხადეს.

მღვდელმსახურის სტატუსის გასაუქმებლად პირადობის მოწმობა, მღვდელმსახურად კურთხევის მოწმობა ან მისი ასლი და მონანიების საფასური 50 ლარი დაგჭრდებათ.

 

1,699 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.