fbpx

კაცი, რომელიც მექსიკაში მიუსაფარ ძაღლებს ურიკით დაატარებს


გააზიარე სტატია

რამდენიმე თვის წინ მექსიკის პატარა ქალაქ მაზუნტეში უცნაური სანახაობა გადაიშალა: ძაღლებით გარშემორტყმული კაცი გზაზე ურიკას მოაგორებდა, გარშემო კი, ყველა მხრიდან, ძაღლები წამოსკუპებულიყვნენ, კუდებს მედიდურად იქნევდნენ და არემარეს ყეფით აყრუებდნენ. 

გაიცანით  ედგარდო პეროსი, კაცი, რომელმაც 14 000 კილომეტრი უკვე გაიარა თავისი ურიკით მიუსაფარი დაჭრილი ძაღლების გადასარჩენად. გასული 6 წლის განმავლობაში მან უკვე გადაარჩინა 500-მდე ძაღლი. ედგარდოს უნარი, თანაუგრძნოს და დაეხმაროს სულიერ არსებას, ნამდვილად შთამბეჭდავია. როდესაც იგი სასიკვდილოდ განწირულ ძაღლს პოულობს ქუჩაში, გვერდით უწვება და მისი ტკივილის გამზიარებელი ხდება. მისი ეს დამოკიდებულება ყველას შთაგვაგონებს სიკეთეს. 

დაათვალიერეთ ედგარდოს ფეისბუქის გვერდი

თუკი  მისთვის შემოწირულების გაღებას მოისურვებთ, ეს ბმული გამოგადგებათ. 

“ჩემთვის  მტკივნეული იყო იმის გააზრება, რომ მიუსაფარი ძაღლების ბედი არავის აღელვებს. განსაკუთრებით სამწუხარო არის არა ის, რომ ძაღლი ნაცემი და ცუდ მდგომარეობაშია, არამედ ის, რომ ამას ადამიანი აკეთებს. ასეთ  დროს, ადამიანი იქნება ეს თუ ცხოველი, თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია”, – ამბობს 49 წლის ედგარდო. მის “ამალას” ამშვენებს 3 თავისივე ძაღლი, რომლებიც მოგზაურობის დასაწყისიდანვე მასთან ერთად არიან. 

პატულეკო ედგარდოს ერთ-ერთი შვილობილია, რომელიც მცურავთა დაავადებით დაიბადა, მას ასევე აქვს დისპლაზია –  ფაქტობრივად, არ აქვს მუხლები. ძაღლი უკვე სამი წელია, ედგარდოსთან ერთადაა. 

პატარა ენცო ახლა კლინიკაში მკურნალობს, რადგან ძვლის ინფექციის გამო კიდურის ამპუტაცია დასჭირდა. რეაბილიტაციის  შემდეგ იგი კვლავ შეუერთდება “მსვლელობას”. დანარჩენებს ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია და კასტრაცია. 

“მე არ შემიძლია, დარჩენილი ცხოვრება გავატარო იმის ძახილში, რომ ერთხელ შემოვიარე მექსიკა და მიუსაფარ ძაღლებს დავეხმარე.  აუცილებლად გავაგრძელებ ამ საქმიანობას”.

 

Edgardo Perros – Saviour of the Dogs

A few months ago I was driving out of the small Mexican town of Mazunte, Oaxaca, when I saw a peculiar sight on the side of the road. A man was pushing a trolley along the road and surrounding him were dogs. Dogs were on top of his trolley. Dogs were behind him, in front of him and by his side. Tails were wagging furiously, barks were sounding and he just kept pushing his trolley through the heat. This is the story of Edgardo Perros. Thank you to Fernando Cortez Marques from https://www.facebook.com/videosforacause/ for all his help in shooting this project with me and editing all the Spanish interviews!Thank you to Laurie Alexander for helping with the logistics and thank you to Sat Chit Ananda for his translation work. If you would like to contribute to Edgardo and his journey, follow this link:https://www.paypal.me/SalvaPerrosAlso, take a look at his Facebook page Edgardo SalvaPerros!

Gepostet von The Yogi Photographer am Dienstag, 22. Oktober 2019

ორიგინალი:https://www.boredpanda.com/

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.