fbpx

როგორ შეძლო ნილოსმა კალაპოტის ცვლილების გარეშე 30 მილიონი წლის განმავლობაში უწყვეტად დინება


გააზიარე სტატია


ნილოსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ბუნებრივი საოცრებაა. ახალი კვლევის მიხედვით, მდინარის ასაკი 30 მილიონ წელს აღწევს.  კვლევა ასევე ხსნის ნილოსის შესახებ არსებულ საიდუმლოსაც: როგორ შეძლო მდინარემ ამდენი საუკუნის მანძილზე დინების რაკურსისა და პოზიციის შენარჩუნება მაშინ, როცა კალაპოტის ცვლილება მისი ასაკისა და ზომის მდინარეების შემთხვევაში ბუნებრივი მოვლენაა.  


კვლევის მიხედვით, ნილოსის ქვეშ არსებული დედამიწის მანტიის სექცია ლენტური კონვეიერის მსგავსად მოძრაობს, რაც  საუკუნეების მანძილზე ნილოსის კლაპოტის უცვლელად შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

“როდის გაჩნდა ნილოსი და როგორ გაძლო ამდენ ხანს – ესაა ნილოსის შესახებ არსებული ყველაზე საინტერესო შეკითხვა. ჩვენი დასკვნა კი ამ კუთხით საინტერესოა”, – აღნიშნავს ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუდიო ფაკენა.

ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც ნილოსი 30 მილიონი წლისაა, ახალი მონაცემებით კიდევ უფრო მეტად მყარდება. მტკიცებულებების მიხედვით, ეთიოპიის მაღალმთიანი ქანები  ნილოსის დელტის ქანებს ემთხვევა. 


კვლევის მიხედვით, ეთიოპიის მთიანეთის გაჩენამ დედამიწის მანტიაში ცვლილებები გამოიწვია. 1,5 კილომეტრის სიმაღლის მთებმა უზრუნველყო ის, რომ ნილოსმა ხმელთაშუა ზღვამდე მიაღწია და მისმა დინებამ ამდენ საუკუნეს გაუძლო.

ამ გეოლოგიური სტრუქტურის გარეშე ნილოსი დიდი ხნის წინ  შეიცვლიდა მიმართულებას დასავლეთისკენ. ეს, რასაკვირველია, გამოიწვევდა მნიშვნელოვან ცვლილებას ცივილიზაციის ისტორიაშიც, რადგანაც ნილოსი ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში გადამწყვეტ როლს ასრულებდა.

გარდა ამ მტკიცებულებებისა, ახალი კვლევა გვაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ზედაპირზე დედამიწის მანტიის სექციათა მოძრაობებმა. ფაქტობრივად, მდინარეების დახმარებით შევძლებთ გავიგოთ, თუ რა ხდება დედამიწის სიღრმეში.

მეცნიერებს ასეთივე კვლევის ჩატარება სხვა დიდ მდინარეებზეც – კონგოსა და იანძზეც სურთ.

“მიუხედავად იმისა, რომ ნილოსმა ბოლო 30 მილიონი წლის განმავლობაში მრავალი ცვლილება განიცადა, მდინარის ისტორია უწყვეტობას ინარჩუნებს, მისი მდინარება არასდროს შეჩერებულა და მთელი ამ დროის განმავლობაში ნილოსი  ეთიოპიის მთიანეთს ხმელთაშუა ზღვასთან აკავშირებდა. 


ორიგინალი:https://www.sciencealert.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.