fbpx

“პაშა ბანკის” ახალი სათავო ოფისი “აქსის თაუერსში”


გააზიარე სტატია

როგორი ვითარებაც უნდა იყოს ქვეყანაში, ბანკების გააქტიურება და მათი გაფართოება მაინც სასიკეთო სიგნალია. თუ ბანკი ვითარდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის და უახლოეს მომავალში კიდევ უფრო წინ წაიწევს. 

საცალო საბანკო მომსახურების ქვებრენდის, რე|ბანკის გაშვების შემდეგ, “პაშა ბანკი” კიდევ უფრო ფართოვდება და წარმოგიდგენთ ახალ სათავო ოფისს “აქსის თაუერსის” პრესტიჟულ ბიზნესკომპლექსში. 

არდა იუსუფ არკუნი – “პაშა ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი: “პაშა ბანკის” პასუხისმგებლობა საქართველოს წინაშე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. ახლად შექმნილმა საცალო საბანკო ბრენდმარე|ბანკმა და თავად “პაშა ბანკის” ზრდის ამბიციურმა სტრატეგიამ როგორც კორპორაციული, ისე მცირე და საშუალო საწარმოების სეგმენტების თვალსაზრისით, საჭირო გახადა, შეგვექმნა უფრო დიდი და თანამედროვე სამუშაო გარემო ჩვენი გუნდისთვის. არჩევანი “აქსის თაუერსზე” შეჩერდა და მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლები ახალ, უმაღლესი სტანდარტების სამუშაო სივრცეში განაგრძობენ საქმიანობას.”

“პაშა ბანკის” ახალი სათავო ოფისის ინტერიერის დიზაინის ავტორი თინათინ ძირკვაძეა. თინათინის მიერაა შექმნილი პაშა ბანკის ზაარბრუკენის მოედნის ფილიალის და ასევე რე|ბანკის ოფისების ინტერიერის დიზაინიც. 

თინათინ ძირკვაძე – ინტერიერის დიზაინერი:

“ჩემთვის თანამედროვე საოფისე სივრცე არ ასოცირდება ტექნოლოგიურ სტერილურ გარემოსთან, პირიქით – დღეისთვის აქტუალურია თბილი, დემოკრატიული ოფისები, და გათვლილია ადამიანებზე და მათთვის კომფორტის  შექმნაზე.

“პაშა ბანკის” სათავო ოფისისთვის შევიმუშავეთ თავისუფალი, ერთიანი სამუშაო გარემო. სამუშაო მაგიდების განლაგება საშუალებას გვაძლევს ღია ინტერიერშიც  კი შევინარჩუნოთ პირადი სივრცის განცდა. მრავალრიცხოვანი მოსასვენებელი ადგილები თანამშრომლებს საშუალებას აძლევს სხვადასხვა გარემოში შეიქმნან თავიანთთვის სასურველი სივრცე. 

ინტერიერში  მრავლად გამოვიყენეთ გამწვანება, რომელიც დამატებით სიმშვიდის და თავისუფლების განცდას ბადებს. ინდუსტრიული ჭერი ქმნის ერთგვარ კონტრასტს მოწესრიგებულ სამუშაო გარემოსთან და სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს. 

ბეტონის იატაკი და კონსტრუქციული დეტალები გამოკვეთილია მეტალის ტიხრებით, რაც სივრცეს უფრო ბრუტალურ ხასიათს აძლევს. სივრცის დასათბობად და დასარბილებლად გამოვიყენეთ ხის პანელები, ასევე ხით არის მოპირკეთებული კიბე და შერჩეულია თბილი ფერის  ტონალობები კედლებისთვის. 

ასეთი მასშტაბის სივრცეზე მუშაობისას ყოველთვის ვცდილობ შევქმნა განსხვავებული ზონები, იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის სასურველი გარემო გაჩნდეს. ვცდილობ, ინტერიერი არ გამოვიდეს ზედმეტად ინტენსიური და არც ზედმეტად მონოტონური. ადამიანების უმრავლესობა ძალიან დიდ დროს ვატარებთ სამუშაო სივრცეში და ჩემთვის, როგორც დიზაინერისთვის, მნიშვნელოვანია, მათი აზრის, სურვილების და შეხედულებების მიხედვით მაქსიმალურად სასიამოვნო გარემო შევქმნა.”

“პაშა ბანკი” საქართველოში 2013 წლიდან ფუნქციონირებს. ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას. 

“პაშა ბანკი” გამოირჩევა მომსახურების მაღალი ხარისხით და მომხმარებლებისადმი ინდივიდუალური, პერსონიფიცირებული მიდგომით, რაც სერვისით კმაყოფილი კლიენტების რიცხვის მუდმივ ზრდას განაპირობებს.

“პაშა ბანკი” არის “პაშა ჰოლდინგის” ნაწილი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს აზერბაიჯანის წამყვან საინვესტიციო ჯგუფს და ფლობს აქტივებს ისეთ სფეროებში, როგორიც არის დაზღვევა, კორპორაციული და საცალო საბანკო საქმიანობა, ქონების მართვა, მშენებლობა და ტურიზმი.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.