fbpx

როგორი იქნება ახალი სოციალური ქსელი, რომელიც ვიკიპედიის დამფუძნებლებმა შექმნეს


გააზიარე სტატია



თუ ფეისბუქისა და ტვიტერის რეკლამებით სავსე პლატფორმები მოგბეზრდათ, მაშინ თქვენთვის კარგი სიახლე გვაქვს: Wikipedia-ს დამფუძნებელმა ჯიმი ვეილსმა ახალი სოციალური ქსელი – WT:Social შექმნა და გვპირდება, რომ მომხმარებელთა მონაცემების გაყიდვა და რეკლამები აკრძალული იქნება.

WT:Social ფეისბუქის მსგავსი პლატფორმაა, სადაც შეგიძლიათ სიახლეები და სხვა სახის კონტენტი გააზიაროთ, მაგრამ განსხვავება ისაა, რომ ნიუს ფიდში პრიორიტეტი მიენიჭება იმ პოსტებს, რომლებიც ახალი დადებულია და არა რეკლამირებული.

სოციალურ ქსელს უკვე 160 000 მომხმარებელი ჰყავს და რეგისტრაცია უფასოა, მაგრამ თავდაპირველად ლოდინი  მოგიწევთ, ფულის გადახდის შემთხვევაში კი – არა. როგორც დამფუძნებელი აღნიშნავს, WT:Social “შემოწირულობების” ხარჯზე იარსებებს. 

 

“ჩვენ თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვიმუშავებთ, თუ ნებაყოფლობით ისურვებთ მხარდაჭერას – ჩვენი მიზანია სოციალური ქსელი თქვენი ცხოვრებისთვის აზრიანი იყოს და არა ის, რომ კონკრეტულ ლინკებზე დაწკაპუნება მოგთხოვოთ.

მე იმ დასკვნამდე მივედი, რომ ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დაბალი ხარისხის მედიას ქმნის, არის ის, რომ ის მთლიანად რეკლამაზეა აგებული. ფეისბუქი და ტვიტერი იღებენ შემოსავალს იმის ხარჯზე, რომ რაც შეიძლება დიდხანს დარჩეთ საიტზე, გახსნათ რეკლამები და სხვა. მათთვის ჩართულობის მაჩვენებელი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე ხარისხი”,  – განაცხადა ჯიმი ვეილსმა.

როგორც ვეილსმა აღნიშნა, მისი უმთავრესი მიზანი ფეისბუქისა და ტვიტერის ჩანაცვლებაა. მას სურს არა 50 000 ან 500 000 მომხმარებელი, არამედ 50 და 500 მილიონი და მეტი.

ორიგინალი: https://bigthink.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.