fbpx

3 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

ნიკოლოზ რაჭველის მიერ დაწერილი მუსიკა ევროპის საბჭომ  ევროპაში ჭადრაკის ოფიციალურ ჰიმნად დაამტკიცა

Gepostet von Nikoloz Rachveli am Samstag, 30. November 2019

ინფორმაცია ამის შესახებ კომპოზიტორმა ფეისბუქზე გაავრცელა. “ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰიმნის დაწერა მომიწევდა… 2017 წელს ჭადრაკის ევროპის საბჭომ ჩემი მუსიკა  სპორტის ამ ისტორიული სახეობის ევროპის ოფიციალურ ჰიმნად დაამტკიცა, დღეს კი ჩემ თვალწინ ამ მუსიკის შესრულებისას მონაკოში ფეხზე იდგნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები. უჰ, რა მაგარი შეგრძნება ყოფილა!!!”, – წერს რაჭველი. 

რაჭველის ჭადრაკის ჰიმნი მონტე კარლოში ევროპის საჭადრაკო ტურნირის პირველი დაჯილდოების ცერემონიაზე შეასრულეს. 

წყარო: https://www.facebook.com/

 

თბილისის ზოოპარკს 13 ცხოველი შეემატა

 

თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული 13 ცხოველი შეემატა. 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ტალინის ზოოპარკიდან (ესტონეთი), ხოლო 1 დომბა ნიკოლაევის ზოოპარკიდან (უკრაინა) ჩამოვიდა. ცხოველები ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე დააბინავეს. აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი კავკასიის ენდემური სახეობაა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით საფრთხესთან ახლოს მყოფი, ხოლო საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. საქართველოში მისი გავრცელების არეალის აღმოსავლეთ საზღვარი ლაგოდეხის ნაკრძალია, ხოლო დასავლეთით – მწვერვალი შხარა. 2014 წლის აღრიცხვების მიხედვით საქართველოში 5000-მდე ინდივიდია დარჩენილი. 

დომბა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელი ნუსხის მიხედვით მოწყვლადი სახეობაა. ისტორიულად საქართველოშიც იყო გავრცელებული, თუმცა ამჟამად გადაშენებულია. ეს სახეობა XX საუკუნის დასაწყისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შემორჩენილი ინდივიდების გამრავლებით აღადგინეს. უახლოეს მომავალში ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მტაცებელი ფრინველების ავიარიუმის მშენებლობა დაიწყება.

 

ეროვნული ბიბლიოთეკა ლევილში ქართულ ბიბლიოთეკას გახსნის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ლევილის მამულს ესტუმრა.

“ლევილს ვესტუმრეთ ჩემს მეგობარ, შესანიშნავ დესპან გოჩა ჯავახიშვილთან ერთად, დაგვხდნენ ჩვენი ძველი მეგობრები – ქალბატონი ირენ ციციშვილი, ლევილის მმართველთა საბჭოს წევრი და ქალბატონი ელისო ტარასაშვილი, ასოციაცია “ქართული კერას” ვიცე-პრეზიდენტი. 

მოლაპარაკების შედეგად ლევილის ისტორიულ მამულში ეროვნული ბიბლიოთეკა მოაწყობს ბიბლიოთეკას, რომელიც ორნაწილიანი იქნება – ერთი პირველი ემიგრაციის მიერ დატოვებული ფონდი და მეორე – დიდი ქართული ბიბლიოთეკა” – ამბობს გიორგი კეკელიძე.

 

ამერიკელი მსახიობი შელი მორისონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

Image result for Will & Grace Star Shelley Morrison Dies at 83 

საკულტო ამერიკული სერიალის, Will & Grace-ის მსახიობი შელი მორისონი ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. მორისონმა ეპიზოდური როლი 200-მდე სერიალში და 25 ფილმში შეასრულა. თუმცა განსაკუთრებული პოპულარობა Will & Grace-ში შესრულებულმა როლმა მოუტანა. 

წყარო: https://people.com

 

All I Want For Christmas ყველაზე მოსაბეზრებელ საშობაო სიმღერად დასახელდა

Ho ho no: Mariah Carey has taken the unwanted top spot in a recent poll

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, All I Want For Christmas ცნობილ საშობაო სიმღერებს შორის მოსახლეობის უმეტესმა ნაწილმა ყველაზე მოსაბეზრებელ სიმღერად დაასახელა. ყველაზე მოსაბეზრებელი სიმღერების ათეული კი ასე გამოიყურება:

  1. All I Want for Christmas is You – Mariah Carey
  2. Do They Know It’s Christmas? – Band Aid
  3. I Wish It Could Be Christmas Everyday – Wizzard
  4. Merry Xmas Everybody – Slade
  5. Last Christmas – Wham!
  6. Fairytale of New York – The Pogues and Kirsty MacColl
  7. Baby It’s Cold Outside – Tom Jones & Cerys Matthews
  8. Santa Claus is Coming to Town – Jackson 5
  9. Santa Baby – Eartha Kitt
  10. Jingle Bells – Andrews Sisters

წყარო: https://www.standard.co.uk/

 

დენიელ კრეიგის მონაწილეობით გადაღებული ჯეიმს ბონდის ბოლო ფილმის პირველი ტიზერი გამოქვეყნდა

ფილმის სახელწოდებაა „სიკვდილის დრო არ არის“. კრეიგი ბოლოჯერ შეასრულებს ბონდის როლს, მანამდე კრეიგმა ჯეიმს ბონდი 5 ფილმში განასახიერა. რეჟისორმა კერი ფუკუნაგამ ჯეიმს ბონდზე ახალი ფილმის გადაღების დასრულების შესახებ ოქტომბრის ბოლოს განაცხადა. ფილმის პრემიერა 2020 წლის აპრილში გაიმართება.

წყარო: https://twitter.com

 

აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა საახალწლოდ მორთული თეთრი სახლის ვიდეო გაავრცელა

 „ამერიკის სული“ კაშკაშებს თეთრ სახლში! მოხარული ვარ, გაგიზიაროთ პატრიოტიზმის ეს ლამაზი გამოფენა და ასევე ბედნიერი ვარ, რომ ყველას შეგიძლიათ, საშობაო სეზონის სილამაზეს ეზიაროთ“, – წერს მელანია ტრამპი. ტრამპების ოჯახი თეთრ სახლში შობას მესამედ აღნიშნავს. 

წყარო: https://www.instagram.com/

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.