fbpx

Lacoste-მ ცნობიერების ამაღლების მიზნით ნიანგის ლოგო გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებებით შეცვალა


გააზიარე სტატია

Lacoste-მ ცნობიერების ამაღლების მიზნით  ნიანგის ლოგო გადაშენების პირას მყოფი ცხოველების გამოსახულებებით შეცვალა

ფრანგული ბრენდი Lacoste  ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კამპანიას – “გადაარჩინე სახეობები” (SOS) შეუერთდა.   ბუნების დაცვის საქველმოქმედო ღონისძიება შეზღუდული მაისურების გამოშვებას გულისხმობდა, რომელზედაც მწვანე ნიანგის ნაცვლად, გადაშენების პირას მყოფი სახეობები იყო  გამოსახული.

კალიფორნიული კონდორი, საოლა, სუმატრის ვეფხვი, იგუანა, დელფინი ვაკიტა, ბირმული კუ, ჩრდილოეთის ლემური, იავური მარტორქა, აღმოსავლური შავი გიბონი, თუთიყუში კაკაპო – ის სახეობებია, რომელთა ლოგოებმაც მაისურებზე ცნობილი მწვანე ნიანგი ჩაანაცვლა.

“მწვანე ნიანგი, რომელიც 85 წლის მანძილზე მაისურებზეა დატანილი, ადგილს უთმობს გადაშენების პირას მისულ სახეობებს”, – აღნიშნა რენე ლაკოსტიმ.

 

საყოველთაოდ ცნობილი ლოგო  ბრენდის დამფუძნებლის, რენე ლაკოსტის ზედმეტსახელის მიხედვით შეიქმნა, რომელსაც ტენისის კორტებზე დაუნდობელი თამაშის გამო “ნიანგი” შეარქვეს.

ახალი, ლიმიტირებული კოლექცია დამზადებულია იმავე ფერითა და სტილით, როგორიც ეს ნიანგის ლოგოს შემთხვევაში იყო.

ყოველი ცხოველის დიზაინი დამზადდა შეზღუდული რაოდენობით, ველურ ბუნებაში კონკრეტული სახეობის რაოდენობის შესაბამისად. მაგალითად,  სუმატრული ვეფხვის ლოგო მხოლოდ 350 მაისურზე დაიტანეს. ყველაზე პატარა პარტია, სულ რაღაც 30 მაისური, დელფინ ვაკიტას გამოსახულებით  დამზადდა.

ახალი ლოგოებით ბრენდირებული 1775 მაისური გაიყიდა – თითოეულის  ფასი 185 აშშ დოლარი იყო. შემოსული თანხა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირს გადაერიცხა.

 

ორიგინალი:https://moon-child.net/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.