fbpx

ალდაგმა კარგი მძღოლების დასაფასებლად ახალი კამპანია წამოიწყო


გააზიარე სტატია

სადაზღევო კომპანია ალდაგმა მაღალქულიანი მძღოლებისთვის კამპანია დაიწყო. თუ იცავმეტს იმსახურებ, ასე ჰქვია კამპანიას, რომლის ფარგლებში დაიწერა სიმღერა, რომელიც კარგ მძღოლებს ეძღვნება და რომელსაც ცნობილი ქართველი შემსრულებლები ასრულებენ. კლიპი JWT metro-მ გადაიღო.

სიმღერა ნუგზარ ერგემლიძის „თუკი გესიზმრების“ ახალი ვერსიაა. ტექსტი მთლიანად აგებულია კარგი მძღოლის შექების იდეაზე, ზოგადად კარგი მძღოლობის წახალისებაზე და მანქანის პასუხისმგებლიანად მართვის იდეაზე. ალდაგის კლიპში სიმღერას თავად ნუგზარ ერგემლიძე და მასთან ერთად, რობი კუხიანიძე, ტატო რუსია და ჯგუფი მოკუ, სალიო და ჭოხონელიძეების სტუდიის ანსამბლი ასრულებენ.

თუ იცავ – მეტს იმსახურებ!

🙌 თუ იცავ – მეტს იმსახურებ!🎁 მიიღე ფასდაკლება ავტო დაზღვევაზე მართვის მოწმობის ქულის მიხედვით🚗 გაიგე შენი ქულა – www.tuitsav.ge

Gepostet von ალდაგი | Aldagi am Montag, 2. Dezember 2019

კამპანიის ფარგლებში ალდაგი მაღალქულიან მძღოლებს ავტოდაზღვევაზე ფასდაკლებას სთავაზობს. შეიქმნა გვერდი tuitsav.ge რომელზეც მძღოლებს შეუძლიათ უმარტივესად გაიგონ თავისი ქულა და მიიღონ შესამისი ფასდაკლება ალდაგისგან ავტოდაზღვევაზე. 100 ქულიანი მძროლებისთვის ალდაგს 30%-იანი ფასდაკლება აქვს, ხოლო 80 ქულიანი მძღოლებისთვის 10%-იანი. Tuitsav.ge-ზე მძღოლებს შეუძლიათ შეთვაზების ზუსტ პირობებს გაეცნონ.

 

სიმღერის ტექსტი:

თუკი გეჩქარება

მაინც მშვიდად იცდი

თურმე უფრთხილდები კარგო სხვაას

თუკი არ პასუხობ

ვინც არ უნდა იყოს

უფრო წინ უყურებ  მარტო გზას

დისტანციას იცავ,

 ისე არ იზამ,

რომ დაკარგო რითმი, გააფუჭო flow

უფრთხილდები მანქანას,

საკუთარ თავს,

არ იფუჭებ ნერვებს, რომ მოიგო დრო

დადიხარ ისე, რომ სხვებისთვის შეუმჩნეველია

ეგ შენი სვლა

მოგიხმობთ ბისზე, რადგან დაიმსახურე შენ

კომპლიმენტები ზღვა

თუკი კარგად გესმის

რომ ვერ გაფრინდები

სულაც არ ირთულებ ცხოვრებაას

თუკი ფიქრობ სხვაზე

ვინც გადადის გზაზე

გელის ყველას გულის მოგება.

 „კეთილსინდისიერ მძღოლებზე არც ფილმებს იღებენ და არც სიმღერებს უძღვნიან. ამ კამპანიით კი ჩვენ გვსურს, ხაზი გავუსვათ, რამდენად მნიშვნელოვანი და მისაბაძია წესების დაცვით ავტომანქანის მართვა. ამ ვიდეოს მიზანია კეთილსინდისიერი მძღოლები  დავაფასოთ და დამსახურებული განსაკუთრებული პირობა შევთავაზოთ,“- ამბობს JWT metro-ს კრეატიული დირექტორი ეკა ყიფიანი.

კამპანიის ფარგლებში ალდაგი გააგრძელებს კარგი მძღოლობის იდეის განვითარებას და მას სხვადასხვა ინიციატივებით გამოეხმაურება. „თუ ჩვენი კამპანია ადამიანებს პოზიტიურად დაანახებს კარგი მძღოლობის იდეას, ჩავთვლით, რომ მიზანი შესრულებული გვაქვს, რადგან სწორედ პასუხისმგებლიანი მოქალაქის და ამ შემთხვევაში მძღოლის დაფასებაა ჩვენი სურვილი,“- ამბობენ ალდაგში.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.