fbpx

ევროპის საბჭოს, ტრადიციულ საშობაო ბაზრობაზე, საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს


გააზიარე სტატია

 

 

ევროპის საბჭოში საზეიმოდ  გაიხსნა ტრადიციული საშობაო ბაზრობა, სადაც საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს საქართველო, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა.

საშობაო ბაზრობის გახსნის ღონისძიებაზე სტრასბურგის ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა სოფო ირმაშვილმა და მარიამ შუბითიძემ ქართული ნაციონალური ცეკვები შეასრულეს, რამაც შეკრებილი სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა. ევროსაბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისათვის დათმობილ სტენდზე წარმოდგენილია საქართველოს საიმიჯო და საპრომოციო მრავალფეროვანი მასალა, მათ შორის, ბროშურები და ბუკლეტები ქვეყნის უნიკალური ტურისტული პოტენციალის, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის, ღვინის უძველესი კულტურისა და ქართული ენის შესახებ. 

ევროსაბჭოს საშობაო ბაზრობა წელს 2-დან 13 დეკემბრის ჩათვლით ევროპის საბჭოს ორივე შენობაში იმართება.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.