fbpx

ლეგენდარული ფრანგი მოდის დიზაინერის, Yves Saint Laurent-ის მუზეუმი


გააზიარე სტატია


ლეგენდარული ფრანგი მოდის დიზაინერის, Yves Saint Laurent-ის მუზეუმი 2017 წელს გაიხსნა. იგი მოიცავს დიზაინერის ცნობილ ნამუშევრებს სხვადასხვა კოლექციიდან, მათ შორისაა: 5000 სამოსი, 15 000 აქსესუარი და ათასობით სკეტჩი. 

მუზეუმი ფრანგულმა კომპანია Studio KO-მ არქიტექტორებთან – კარლ ფურნიერთან და ოლივერ მარტთან თანამშრომლობით დააპროექტა. შენობა 4000 კვ.მ-ს მოიცავს.  მასში განთავსებულია 400 კვ.მ მუდმივი საგამოფენო სივრცე, სადაც ივ სენ ლორენის ნამუშევრებია წარმოდგენილი კრისტოფ მარტინის მიერ შექმნილი ორიგინალური სცენოგრაფიის მიხედვით.  გარდა ამისა, შენობაში განთავსებულია: 150 კვ.მ დროებითი საგამოფენო სივრცე, 130-ადგილიანი აუდიტორია, წიგნების მაღაზია, კაფე-რესტორანი ტერასით და კვლევითი ბიბლიოთეკა 5000 წიგნით.  

ბიბლიოთეკის კოლექცია მოიცავს წიგნებს არაბული და ანდალუსიის ისტორიის, გეოგრაფიის, ლიტერატურისა და პოეზიის შესახებ, აგრეთვე ბოტანიკას, ბერბერულ კულტურასა და დიზაინერის ნამუშევრებს. 

შენობის ექსტერიერი შედგება აგურისგან შექმნილი კუბური ფორმებით, რომლებიც ქმნიან ქსოვილისებური ტექსტურის ნიმუშს. ინტერიერი შედარებით განსხვავებულია: მანათობელი, ხავერდოვანი და გლუვი.

ტერაკოტას, ბეტონის, თიხისა და მაროკოს ქვის ფრაგმენტებით შექმნილი მუზეუმი ჰარმონიულად ერწყმის გარემოს. იატაკისა და ფასადისთვის გამოყენებული ტერაზოს მასალა  მზადდება ადგილობრივი ქვისა და მარმარილოს კომბინაციით.

 

X-Art-თან თანამშრომლობით მუზეუმში განთავსებულია ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლის მქონე სისტემა, რომელიც თითოეული ნივთის იდეალურ მდგომარეობაში შენახვას უზრუნველყოფს.

აუდიტორიის თანამედროვე აკუსტიკა  არქიტექტორებმა Theatre Projects-ის კონსულტანტთან თანამშრომლობით დააპროექტეს, რაც კონცერტების, კინოფილმების და კონფერენციების მოწყობის საშუალებას იძლევა. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.