fbpx

“ყოფის აუტანელი სიმსუბუქის” ავტორს, ჩეხეთის მოქალაქეობა 40 წლის შემდეგ დაუბრუნეს


გააზიარე სტატია

საფრანგეთში ჩეხეთის ელჩის, პეტრ დრულაკის ინფორმაციით, ის თავად ესტუმრა 90 წლის მწერალს და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა. “კუნდერა კარგ ხასიათზე იყო, უბრალოდ აიღო დოკუმენტი და მადლობა მითხრა”, – ასე აღწერა ჩეხეთის ელჩმა მწერალთან შეხვედრა. 

საბჭოთა კავშირის დროს მილან კუნდერა გამოირჩეოდა “ანტიკომუნისტური აქტივობებით”, რის გამოც მას 1975 წელს ქვეყნიდან წასვლა და საფრანგეთში დასახლება მოუწია. 1979 წელს ჩეხეთის მთავრობამ კუნდერას მოქალაქეობა გაუუქმა, ორი წლის შემდეგ კი მან საფრანგეთის მოქალაქეობა მიიღო.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.