fbpx

სისხლის ტესტი, რომელიც ზუსტად განსაზღვრავს, გარდაიცვლება თუ არა ადამიანი 5-10 წლის განმავლობაში


გააზიარე სტატია


ახალმა კვლევამ, რომელიც  ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა, დაადგინა, რომ 14 მეტაბოლური ნივთიერების გაზომვით ზუსტადაა შესაძლებელი წინასწარ განისაზღვროს, მოკვდება თუ არა ადამიანი  უახლოეს წლებში. 

გამოკითხვაში მონაწილეობა 18-დან 109 წლამდე  44,168 ადამიანმა მიიღო და მათი მონაცემები 17 წლის განმავლობაში გროვდებოდა.

“კარგად სტანდარტიზებული მეტაბოლიზმის პლატფორმის” გამოყენებით, გუნდმა კვლევა 226 მეტაბოლური ბიომარკერით დაიწყო, აქედან 126 იწვევდა სიკდილიანობას, საბოლოო ჯამში კი ისინი 14 მათგანზე შეჯერდნენ, მათ შორისაა: სისხლში შაქრის შემცველობა, ანთება, მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები (HDL), ალბუმინი, აცეტოაცილატი, ბეტა-კეტოს მჟავა, იზოლეიცინი და სხვები. 

სამეცნიერო გუნდს ლეიტენის უნივერსიტეტის მოლეკულური ეპიდემიოლოგი ელინ სლაგბუმი ხელმძღვანელობს. საწყისი მოსახლეობიდან 5125 პიროვნება გარდაიცვალა ტესტირების პერიოდში.

მკვლევარებმა განაცხადეს, რომ  სისხლის ტესტირებით 83%-იანი სიზუსტით შეძლეს პროგნოზირება, ვინ გარდაიცვლებოდა 5-დან 10 წლის განმავლობაში. 

შენიშვნა: 60 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების ტესტირებისას, პროგნოზის მაჩვენებელი 72 პროცენტამდე დაეცა. კვლევის ობიექტები მთლიანად ფინელები იყვნენ.

ეს ტესტი მოიცავს პოპულარულ და ფართოდ გამოყენებად ბიომარკერებს გულ-სისხლძარღვთა, კიბოსა და ანთების საკითხებში, რომლებიც სიკვდილიანობას იწვევენ. 

 

მთავარ კითხვაა: უნდათ თუ არა პაციენტებს ამის ცოდნა ? 

პირველი პრობლემა ეგზისტენციალური შიშია. ყველამ ვიცით, რომ ეს მომენტი გარდაუვალია, მაგრამ რთულია, როდესაც ფაქტის წინაშე დგები. სიკვდილის მოახლოების ცოდნამ შეიძლება პაციენტი დეპრესიაში ჩააგდოს ან პირიქით – შთააგონოს და ცხოვრებით ტკბობის მოტივაცია მისცეს. რაც მთავარია, თუ რომელიმე ბიომარკერი შექცევადია, ანუ მისი ანულირება შესაძლებელია (მაგალითად, ანთება ან ქოლესტერინის ნიშნები), მათ შეუძლიათ მიიღონ შესაბამისი ზომები  უკეთესად ჭამასა და მეტ ვარჯიშზე.

მეორე პრობლემა საკმაოდ მზაკვრულად ჟღერს, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, ასე მოხდეს – თუ სადაზღვევო კომპანიებს ექნებათ წვდომა ამ ტესტებზე, მათ შეუძლიათ უარი თქვან ან დაასრულონ გარდაცვალების პირას მყოფი ადამიანების დაფინანსება. 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.