fbpx

სხეულის ენის განსხვავებული სიგნალები: რა უნდა იცოდეთ მათ შესახებ


გააზიარე სტატია

ავტორი: მარი კერესელიძე

სხეულის ენა არავერბალური კომუნიკაციის სახეა, რომელშიც ფიზიკურ ქცევას, სიტყვებისგან განსხვავებით, ინფორმაციის გადმოცემისთვის იყენებენ. ეს ქცევებია: შეხება, თვალით კონტაქტი, ჟესტები, სახის გამომეტყველებები და სხვა. 

 

სხეულის ენის სიგნალები: რა უნდა იცოდეთ მათ შესახებ

თქვენი საკომუნიკაციო სტრატეგიისთვის უნდა გააკეთოთ ბევრად მეტი, ვიდრე საკუთარი სხეულის ენის დაუფლებაა. საუკეთესო ბიზნესლიდერებმა და მეწარმეებმა იციან იმ სიგნალების ამოცნობა, რომლებსაც სხვა ადამიანები უგზავნიან დისკუსიისას.

 

თვალით კონტაქტი

ბევრ ქვეყანაში პატივისცემას გამოხატავს, მაგრამ არსებობს სხვა მაგალითიც – თუ ვინმე თქვენთან საუბრის დროს მუდმივად საათს უყურებს, ეს  იმას ნიშნავს, რომ დისკუსია ძალიან დიდხანს გაგრძელდა და სჯობს დამთავრდეს.


თუ თქვენ  ისეთ პოზიციაზე მუშაობთ, რომელიც უცხოელ ექსპერტებთან ურთიერთობას მოითხოვს, მაშინ მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ  სხეულის ენის როლი კომუნიკაციის დროს.

როგორც ზემოთაა აღნიშნული, რეგულარული თვალის კონტაქტი დასავლეთის ქვეყნებში პატივისცემის ნიშანია, მაგრამ ამან შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს ახლო აღმოსავლეთში საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს შორის.

  • ძალიან ხშირად იყენებენ ისეთ რეგიონებში, როგორებიცაა: ახლო აღმოსავლეთი, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები, ევროპა, ჩრდილოეთი და ლათინური ამერიკა 
  • გარკვეულწილად ფრთხილად იყენებენ აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთში, კორეასა და ტაილანდში
  • ფრთხილად იყენებენ შორეული აღმოსავლეთის უმეტეს ნაწილში

ახლო აღმოსავლეთის, ლათინური ამერიკის და სამხრეთ ევროპის კულტურებში ფიზიკური შეხება სოციალიზაციის დიდი ნაწილია. არაბულ სამყაროში მამაკაცები ერთმანეთს კოცნიან და ხელს ართმევენ, მაგრამ იმავეს ქალთან არასდროს აკეთებენ. 

ტაილანდსა და ლაოსში შეხება ტაბუდადებულია. სამხრეთ კორეაში მოხუცებს შეუძლიათ ხალხმრავლობაში გასვლის დროს ხელით შეეხონ ახალგაზრდებს, მაგრამ ახალგაზრდებს იგივე არ შეუძლიათ.

 

ფიზიკური კონტაქტის ცვალებადობა კულტურის მიხედვით:

  • “მაღალი კონტაქტის” კულტურები საუბრისას ახლოს დგანან და ფიზიკურ კონტაქტსაც ამყარებენ, მაგ.: ლათინური ამერიკა, სამხრეთ ევროპა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები
  • “საშუალო კონტაქტის” კულტურები საუბრისას საკმაოდ ახლოს დგანან და შემთხვევით ეხებიან ერთმანეთს, მაგ.: ჩრდილოეთი ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა.
  • “დაბალი კონტაქტის” კულტურები უფრო დიდ მანძილზე დგანან და თავიდან იცილებენ ფიზიკურ კონტაქტს, მაგ.: შორეული აღმოსავლეთი.

 

ხელის  ჩამორთმევა

დასავლურ კულტურაში ნდობის გამომწვევი ჟესტია, ხოლო შორეულ აღმოსავლეთში კი აგრესიულად აღიქმება – ამის ნაცვლად მისალმებისას ერთმანეთს თავს უკრავენ. 

 

როგორ იყენებენ წარმატებული ადამიანები სხეულის ენას?

 

  • სტივ ჯობსი: თვალით კონტაქტი

კომპანია Apple-ის დამფუძნებელი სიტყვით გამოსვლების დროს დიდი ენერგიით გამოირჩეოდა. პრეზენტაციებისას ძირითადად გავრცელებულია პრაქტიკა, როდესაც გამომსვლელი ქმნის იმის ილუზიას, რომ ადამიანებს უყურებს, მაგრამ სინამდვილეში ერთ კონკრეტულ წერტილს აკვირდება. ამის ნაცვლად, სტივი აუდიტორიასთან ძლიერ კავშირს სწორედ თვალის კონტაქტით ამყარებდა, ამიტომ მსმენელები მუდამ ჩართულნი იყვნენ პროცესში.

 

  • რიჩარდ ბრენსონი: მუშტით მისალმება

Virgin Group-ის დამფუძნებელ რიჩარდ ბრენსონს ხელის ჩამორთმევა არ უყვარს, ამიტომ მისალმებისას მუშტს იყენებს. როგორც ის აღნიშნავს, ეს ჟესტი სახალისო და არატრადიციულია და უფრო შეესაბამება მის სტილს.

 

  • მარკ ცუკერბერგი: მიმიკრია

Facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი საუბრის დროს ცდილობს, რომ სხვა ადამიანების მიმიკები და მოძრაობები “გაიმეოროს”, რაც ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მას აუდიტორიის ესმის. ამ აქტით ის ცდილობს გაიგოს,  საიდან მოდის მისი აუდიტორია, რაც ადამიანებში იწვევს ემპათიის გრძნობასა და ინტერესის გაღვივებას.

 

  • ჯეკ მა: ორმაგი მოწონება

კონკრეტული ჟესტი შესაძლოა სხვადასხვა კულტურაში განსხვავებულად აღიქმებოდეს. მაგალითად, “ორმაგი მოწონება” ჩინეთში ბუდასთან ასოცირდება, აშშ-ში კი პოზიტივის გამოხატვასთან. Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა ძალიან ბევრჯერ დამარცხდა: ჰარვარდის უნივერსიტეტმა 10-ჯერ უთხრა სწავლაზე უარი, მისი პირველი ბიზნესი China Yellow Pages მალევე გაქრა ბაზრიდან და სხვა. როგორც სხეულის ენის სპეციალისტები აღნიშნავენ, ჯეკ მა “ორმაგი მოწონების” ჟესტით გაუცნობიერებლად ცდილობს სხვების წახალისებას და სხვებს მოუწოდებს: “არასოდეს დანებდე!”

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.