fbpx

როცა ზღვა თვალებს აგიხელს: თამთა ქათამაძის მობილური ფოტოგრაფია


გააზიარე სტატია



ავტორი: ალექსანდრე ბაგრატიონი

 

ბათუმში არის ზღვა, მიდიები, ბევრი წვიმა, სამი კარგი ბარი და ბევრი ძალიან კარგი ფოტოგრაფი. სერა ძნელაძეს, ირაკლი კაკაბაძეს, კახა ემირიძეს, ლაშა ფალავანდიშვილს და სხვებს წელს ჩემი მორიგი საყვარელი აღმოჩენა – თამთა ქათამაძე დაემატა.  ალბათ ზღვა რაღაცას ხსნის თვალებს მიღმა, სხვანაირად წარმოუდგენელია ამდენი კარგი ფოტოგრაფი ერთ ადგილას იყოს.

თამთას არ აქვს ფოტოკამერა, ამიტომ ტელეფონით იღებს. მისი ქალების ფოტოები არის ნატიფი და სიფრიფანა, დეტალების და წკუპების სიყვარულით გაჟღენთილი. თვითონ ამბობს რომ არ იცის როგორ იღებს ასე. იღებს იმას, რაც მიმზიდველად ეჩვენება. მობილურის კამერისთვის დამახასიათებელი ნახევარტონები და გაცრეცილი უკონტრასტობა თამთას ფოტოებს კიდევ უფრო მეტ უმანკოებას და ძლიერ გრძნობას მატებს.

თამთა პროფესიონალი პროფესიონალი იურისტი, უფრო კონკრეტულად კი სისხლის სამართლის სპეციალისტია. დიდი ხანი იმუშავა სასამართლოში და ცოტა ხნის წინ წამოვიდა, რადგან მიხვდა რომ იქ მისი ადგილი არ არის. ახლა მუშაობს ბარ მეობაში ბარმენეჯერად და ბედნიერია.

თამთა: “ტელეფონით გადაღება ამ ეტაპზე არის ყველაზე მოსახერხებელი და კომფორტულიც, ჩემი ფოტოების უმრავლება არის უცებ, წამიერად დაჭერილი კადრები და მაგ დროს არც აპარატი მაქვს (აპარატი არც მქონდა, ცოტა ხნის წინ მაჩუქა ჩემმა დამ თავისი) და თან მობილურით ამის დაფიქსირებასაც უცებ ვახერხებ. ალბათ კამერით გადაღება უნდა ვისწავლო მომავალში.”

 

AT.ge წარმოგიდგენთ თამთას ფოტოების მცირე ნაკრებს, რადგან არ შეგვიძლია რომ ეს საოცრება არ გაგიზიაროთ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.