fbpx

კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი მაიამის აუქციონზე 120 ათას აშშ დოლარად გაიყიდა


გააზიარე სტატია

 

იტალიელმა მხატვარმა მაურიზიო კატელანმა Art Basel Miami Beach-ის გამოფენაზე ახალი “სკულპტურა” წარადგინა: ბანანი, რომელიც კედელზე ნაცრისფერი ლენტითაა მიმაგრებული. ნამუშევრის ფასი $120,000-ია. 

პეროტინის გალერეის განცხადებაში ნათქვამია, რომ “ეს ნამუშევარი გვთავაზობს იმის გარკვევას, რა არის ჩვენთვის ღირებული და რა სახის ობიექტებს ვაფასებთ”.

კატელანმა იდეა ერთი წლის წინ შეიმუშავა, როდესაც მან ბანანის მსგავსი ფორმის ქანდაკების შექმნაზე დაიწყო ფიქრი. მან შექმნა რამდენიმე მოდელი: თავდაპირველად ბრინჯაოს განსხვავებული მასალებით, საბოლოოდ კი – ნამდვილი ბანანით.

ასევე აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ დაინტერესებული კოლექციონერებისთვის არ არსებობს გარანტია, რომ ნამუშევარი არ გაფუჭდება (იმ მარტივი მიზეზით, რომ ის რეალურია). 

”ბანანის პირველი გამოცემა გაიყიდა დილის 1:15 საათზე, მეორე კი საღამოს 3:30 საათზე. aხლა ჩვენ  მუზეუმთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, რომ მესამე ნამუშევარიც შევქმნათ.” – განაცხადა გაყიდვების მენეჯერმა ემანუელ პეროტინმა.

ინსტალაცია თავდაპირველად ემანუელ პეროტინის გალერეაში გამოფინეს, რომელიც ამბობს, რომ სკოტჩით მიკრული ბანანი გლობალური ვაჭრობის, ორაზროვნებისა და “კლასიკური იუმორის სიმბოლოა“.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.