fbpx

6 დეკემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

დღეს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე უტა ბერიას ფილმის, “უარყოფითი რიცხვების” პრემიერა გაიმართება

Image may contain: 17 people, people sitting and child

 6 დეკემბერს, 19:00 საათზე, კინოთეატრ “ამირანის” პირველ დარბაზში გაიმართება ქართველი რეჟისორის, უტა ბერიას ფილმის, „უარყოფითი რიცხვების“ ჩვენება. ფილმის დასრულების შემდეგ მაყურებელს შეუძლია გაესაუბროს რეჟისორს. ფილმი მონაწილეობს ეროვნულ კონკურსში. ის დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 

არასრულწლოვან ვაჟთა კოლონიაში, რომელიც ადმინისტრაციასთან შეთანხმებით პატიმრების მიერ კრიმინალური კანონებით იმართება, რაგბის ვარჯიშები ინიშნება და პატიმრებში როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური გაჯანსაღება იწყება. ფილმის მთავარ გმირს, ნიკას მოუწევს არჩევანი გააკეთოს ციხის სისტემაში მოპოვებულ ავტორიტეტსა და შინაგან თავისუფლებას შორის. ფილმის ხელახალი ჩვენებები 7 დეკემბერს, 14:00 საათზე (პირველი დარბაზი) და 8 დეკემბერს, 21:00 საათზე (მესამე დარბაზი) გაიმართება.

წყარო: https://www.facebook.com/

 

თანამედროვე მხატვრები თამო ჯუღელი და ქეთი კაპანაძე New Art Dealers Alliance გამოფენაზე მონაწილეობენ

გამოფენა მაიამიში გაიმართება.  ჯუღელი და კაპანაძე გამოფენებზე წარმოდგენილი იქნებიან თბილისში დაფუძნებული პროექტის, ArtBeat-ის ფარგლებში. 2003 წელს დაარსებული NADA აერთიანებს არაკომერციული ხელოვნების ადგილებს, კურატორებსა და გალერეებს. მათ გამოფენებს წლების განმავლობაში მასპინძლობდნენ: Deauville Beach Resort, Fontainebleau Miami Beach და Ice Palace Studios. ამ წლის გამოფენის სრული სია შეგიძლიათ იხილოთ გამოფენის ვებსაიტზე.

წყარო: https://agenda.ge/

 

11 დეკემბერს დავით კაკაბაძის არქივის გამოფენა გაიხსნება

Image may contain: outdoor

რუსთაველის 18-ში დავით კაკაბაძის, როგორც მხატვრის, ფიზიკოსის, ხელოვნების კრიტიკოსისა და მკვლევარის არქივს გაეცნობით. გამოფენა მხატვრის ოჯახში დაცულ ჩანახატებს, კოლაჟებს, ავტორის სამეცნიერო ექსპერიმენტებს, ფოტოებსა და საავტორო დოკუმენტებს აერთიანებს. 

გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია 1919 წელს პირველ მულტიდისციპლინარულ ჟურნალ „შვიდ მნათობში“ გამოქვეყნებული კაკაბაძის ესეები, ქართული ორნამენტის გენეზისის კვლევები, ფოტოები, სტერეოკინო აპარატის კვლევების დოკუმენტაცია და მხატვრის მიერ შექმნილი საბჭოთა დროშის ესკიზები. 

საოჯახო არქივთან ერთად, დავით კაკაბაძის შემოქმედების ციფრული არქივის პრეზენტაცია გაიმართება. თიბისის ინიციატივითა და მხარდაჭერით შექმნილი ციფრული არქივი თითქმის სრულად აერთიანებს ავტორის შემოქმედებას. ფართო საზოგადოებისათვის კაკაბაძის მემკვიდრეობის ღია და თანამედროვე გზით წვდომის მიზნით, საქართველოს სხვადასხვა მუზეუმსა და თეატრში დაცული კაკაბაძის ნამუშევრების კოლექციები სრულად გაციფრულდა.

წყარო: https://www.facebook.com/

 

კედელზე წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი – მაურიციო კატელანის არტინსტალაცია მაიამის აუქციონზე 150 ათას აშშ დოლარად გაიყიდა

Image result for A-peeling offer? Duct-taped banana work selling for $120,000 at Art Basel Miami

უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ეს პირველი ნაშრომია, რომელიც არტისტმა აუქციონზე გაიტანა. ნამუშევარს “კომიკოსი“ ჰქვია და სულ მისი 3 ვერსია არსებობს. ორი მათგანი უკვე გაყიდულია, მათი თავდაპირველი ფასი 120 ათასი აშშ დოლარი იყო. თავად ავტორის თქმით, მისი შემადგენელი ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი – ბანანი – მან მაიამის ჩვეულებრივ სასურსათო მაღაზიაში იყიდა. ინსტალაცია თავდაპირველად ემანუელ პეროტინის გალერეაში გამოფინეს, რომელიც ამბობს, რომ სკოტჩით მიკრული ბანანი გლობალური ვაჭრობის, ორაზროვნებისა და “კლასიკური იუმორის სიმბოლოა“.

წყარო: https://edition.cnn.com/

 

დისნეის ახალი მულანის თრეილერი გამოვიდა.

მულანი ამავე სახელწოდების მქონე 1998 წელს შექმნილი ანიმაციის რიმეიქია, რომელშიც მთავარი გმირი ქალი თავს კაცად ასაღებს, რათა ჩინეთის არმიაში იმსახუროს. ფილმის პრემიერა კინოთეატრებში 2020 წლის 27 მარტს გაიმართება.

წყარო: https://www.youtube.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.