fbpx

“ღვინის კუთხე” თქვენი სახლისთვის – “თბილღვინო” ახალ კამპანიას იწყებს


გააზიარე სტატია

 

კომპანია “თბილღვინო” სააგენტო “ვინდფორსთან” ერთად ახალ საკომუნიკაციო პლატფორმას – “თბილღვინო მასპინძლობისთვის” იწყებს. 

საქართველო ღვინის და შესაბამისად, მასპინძლობის სამშობლოა. სწორედ ამიტომ, “თბილღვინომ” საუკეთესო მასპინძლებისთვის განსაკუთრებული პროდუქტი შექმნა – სხვადასხვა ბინის ინტერიერზე მორგებული  ღვინის კუთხე – რომელიც მასპინძლობისთვის აუცილებელი ყველა აქსესუარითა და ატრიბუტითაა აღჭურვილი. 

ღვინის კუთხე – მობილური აქსესუარია, სადაც განთავსებულია თბილღვინოს ბოთლები და სხვადასხვა ატრიბუტი (ჭიქები, ღვინის ბოთლის გასახსნელი ა.შ.). 

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვებპლატფორმა Tbilvinohost.ge. მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და ატვირთონ ბინის სურათები ან airbnb.com, booking.com ბმული, სადაც მათი ბინის ფოტოები და ინფორმაციაა განთავსებული. აუცილებელი პირობაა დაასაბუთონ, თუ რატომ იმსახურებენ “თბილღვინოს” რჩეული მასპინძლების რიცხვში ყოფნას. მას შემდეგ, რაც არჩევანი გაკეთდება, “თბილღვინო” სრულიად უსასყიდლოდ დაამონტაჟებს რჩეული მასპინძლის ბინაში ღვინის კუთხეს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მათ ღვინით მოამარაგებს. 

“თბილღვინოს” კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ალტერნატიული ქალაქის გზამკვლევიც, რომელზეც თბილისის ღირსშესანიშნაობები და “თბილღვინოს” რეალიზაციის პუნქტებია დატანილი.
გაყიდვის წერტილებისთვის დამზადდა სპეციალური მცირე ღვინის კუთხეები, რომლის გადაკეთება შესაძლებელია საჭირო აქსესუარადაც.  

აირჩიე “თბილღვინო” მასპინძლობისთვის!

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.