fbpx

საქართველომ ისტორიაში პირველად ფიგურული სრიალის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა


გააზიარე სტატია

დღეს, 7 დეკემბერს იტალიაში, ტურინის ოლიმპიურ არენა “პალაველაზე” ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა.

ქართულმა წყვილმა გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას შემადგენლობით კი საქართველოს ისტორიაში პირველად, პირველი ადგილი მოუტანა და უპრეცედენტოდ მაღალი ქულით ოქროს მედალი მიიღო.

პირველობისთვის მსოფლიოს საუკეთესო წყვილები ფიგურულ სრიალში, ამერიკელი, რუსი, ქართველი და ფრანგი სპორტსმენები იბრძოდნენ.

 

ნახეთ გიორგი რევიასა და მარია კაზაკოვას ფინალური სრიალი:

 

აღსანიშნავია, რომ ფინალურ ეტაპამდე ჩატარებულ შეჯიბრში, რომელიც რიტმულ ცეკვას დაეთმო ასევე გიორგი და მარია ლიდერობდნენ. ქართველმა მოციგურავეებმა ამერიკელებს სულ 0,4 ქულით გაუსწრეს.

ფინალურ ეტაპზე, სადაც თავისუფალი პროგრამა იყო წარმოდგენილი კი საქართველომ 174,90 ქულა დააგროვა და ისტორიაში პირველად მსოფლიო ჩემპიონი გახდა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.