fbpx

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი დასრულდა


გააზიარე სტატია

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ჩვენი ქალაქის წლის მთავარი კინომოვლენა – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი.

მე-20-ე საიუბილეო კინოღონისძიებამ, ბევრი საინტერესო ფილმი და მრავალფეროვანი პროგრამა შემოგვთავაზა – მასტერკლასებითა და სალექციო კურსებით.

ფესტივალმა წელს მხოლოდ ეროვნული კონკურსი ჩაატარა, რომელშიც ჯილდო საერთაშორისო ჟიურის: ულრიხ და ერიკა გრეგორების, პაბლო დე ვიტას, ნიკოლა სელის და ჰიზერ სტუარტის შეფასებების მიხედვით საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისა და საუკეთესო დოკუმენტური ფილმის კატეგორიებში გაიცა.

ფესტივალის მთავარი პრიზი, ოქროს პრომეთე გადაეცა დიტო ცინცაძის ფილმს ” ჩაისუნთქე,ამოისუნთქე”.

ჟიურის სპეციალური პრიზი და პრიზი “ადამიანის უფლებები კინოში” დაჯილდოვდა უტა ბერია ფილმისათვის “უარყოფითი რიცხვები”.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიან ფილმად დასახელდა გიორგი სიხარულიძის “მამული”.

განსაკუთრებული ჯილდო ერგო გიორგი მრევლიშვილის დოკუმენტურ ფილმს “12 გაკვეთილი”.

საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის ოქროს პრომეთე და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიზი გადაეცა მარი გულბიანის ფილმს ” სანამ მამა დაბრუნდება”.

კომპანია Terra Incognita Films- მა კინოკამერა თავისი სრული აღჭურვილობით ორ ფილმს გადასცა: ჟიურის რჩეულ “ჩაისუნთქე ამოისუნთქეს” და თავის ფავორიტ ფილმს, “უარყოფითი რიცხვები” (რეჟ: უტა ბერია).


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.