fbpx

გამიმართლა, რომ ერთ-ერთი გამარჯვებული აღმოვჩნდი — თეო თოიძე პრემია იკაზე


გააზიარე სტატია

 

ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ “პრემია იკა” 2018 წელს, იკა კაკულიას საპატივსაცემოდ დაარსდა. ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, რომელიც დიზაინის მიმართულებით მუშაობდა და ბოლო პერიოდში კრეატიულ ინდუსტრიაში მოღვაწეობდა.

პრემიის წლევანდელი გამარჯვებულები კი 2019 წლის დაჯილდოებაზე, 20 დეკემბერს 5 სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან — მუსიკა, პოსტერის დიზაინი, კედლის მხატვრობა/Street art, IKA IMPACT და საერთაშორისო აღმოჩენა.

იქამდე, სანამ ამ იღბლიანი ადამიანების ვინაობას გავიგებთ, გადავწყვიტეთ გასული წლის გამარჯვებულები უკვეთ გაგაცნოთ და აქვე მოგიყვეთ იმ პოზიტიური ცვილელებების შესახებ, რასაც  მათ ცხოვებაში “პრემია იკა”-მ მისცა ბიძგი.

ამ სტატიაში თეო თოიძეზე მოგიყვებით, რომელიც პრემია იკას 2018 წლის გამარჯვებულია ნომინაციაში – ილუსტრაცია.

თეო 21 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ჯერ თბილისი მე-10 საჯარო სკოლა დაამთავრა, შემდეგ კი სამხატვრო აკადემიაში პოსტერის დიზაინის ფაკულტეტზე სწავლობდა.

პარალელურად  გადაწყვიტა, რომ სარეკლამო სფეროშიც მოესინჯა ძალები და GIPA-ში, გრაფიკული დიზაინის კურსიც წარმატებით დაამთავრა. 2019 წლის გაზაფხულზე კი გრაფიკული დიზაინის ცოდნა საზღვარგარეთ, ვროცლავის სამხატვრო უნივერსიტეტში გაიღრმავა.

ბოლო წლებში თეო სწავლასთან ერთად საკუთარ სტარტაპზე, სახელწოდებით “კანტი” მუშაობდა და მცენარეებისთვის შუშის ხელნაკეთ ქოთნებს ამზადებდა. ასევე დაკავებული იყო კედლის მხატვრობით.

ამჟამად VEON Georgia-ში მუშაობს, სადაც გრაფიკული დიზაინერის პოზიცია უკავია. თავისუფალ დროს freelance-ერადაც ახერხებს მუშაობას სხვადასხვა პროექტებზე.

 

 გთავაზობთ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს თეო თოიძესთან: 

 

რა არის თქვენთვის პრემია იკა?

ცნობადობა ნებისმიერი ხელოვანის წარმატებისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რისი მიღწევაც ახალბედებისთვის რთული შეიძლება აღმოჩნდეს, სწორედ ამიტომ, მიმაჩნია რომ პრემია იკა ძალიან კარგი პლატფორმაა ჩვენი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად.

 

როგორ ფიქრობთ, რა შეიცვალა მას შემდეგ რაც პრემიის გამარჯვებული გახდით?

 პრემია იკამ მაჩვენა, რომ ჩემი ხელოვნება მნიშვნელოვანია, როგორც ჩემთის, ისე საზოგადოებისთვისაც და მომცა კიდევ უფრო დიდი მოტივაცია ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა, რომ ამ პრემიის გამარჯვებული აღმოვჩნდი და შესაძლებლობა მომეცა, ხმა მიმეწვდინა ჩემს სფეროში მოღვაწე ადამიანებისთვის და არა მხოლოდ მათთვის. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გავიცანი ჩემთის აქამდე უცნობი ხელოვანები და მიმაჩნია, რომ ეს კავშირები სამომავლოდ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენს საქმიანობაში.

 

რა არის პრემია იკას მთავარი სათქმელი?

 რომ ჩვენი შემოქმედება მნიშვნელოვანია.

 

უკვე მეორე წელია, რაც პრემია იკას ოფიციალური წარმდგენია ტერა ბანკი.

 

 

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.