fbpx

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა


გააზიარე სტატია

ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი ზაზა ურუშაძე დღეს, 7 დეკემბერს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

სცენარისტი იყო ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორებიცაა “სამი სახლი”, “დარჩი ჩემთან”, “ბოლო გასეირნება” და 2003-2009 წლებში ასევე სცენარს წერდა სერიალისთვის “ცხელი ძაღლი”.

 

2013 წელს მან ცნობილი ესტონურ-ქართული ფილმი “მანდარინები” გადაიღო. პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ნომინირებული იყო ოქროს გლობუსზე უცხოურენოვან ფილმებისა და ოსკარის საუკეთესო უცხოური ფილმების კატეგორიებში.

 

 

ამავე წელს ზაზამ საქართველოს კინემატოგრაფთა კავშირის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.