fbpx

რუსეთი მომავალი 4 წელი ვერცერთ საერთაშორისო შეჯიბრში ვერ მიიღებს მონაწილეობას


გააზიარე სტატია

 

სააგენტო WADA-ს (მსოფლიოს ანტიდოპუნგური სააგენტო) გადაწყვეტილებით, რუსეთი მომავალი 4 წლის განმავლობაში ვერცერთ საერთაშორისო შეჯიბრში მიიღებს მინაწილეობას. 

მათ შორის ვერც ოლიმპიურ თამაშებში, რომელიც იაპონიაში გაიმართება და ვერც მსოფლიო ჩემპიონატებში. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ამავე სააგენტოს გადაწყვეტილებით, 4 წელი რუსეთი ვეღარ გამოთქვამს სურვილს  საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარებაზე და შესაბამისად ვერც უმასპინძლებს მათ. 

ასეთ მკაცრი გადაწყვეტილება, რომელიც ორგანიზაცია WADA-მ  მიიღო კი იმით აიხსნება, რომ რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტო, ანტიდოპინგურ კოდექსთან წინააღმდეგობაში მოდის. 

რუს სპორტსმენებს სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრზე მხოლოდ ნეიტრალური დროშის ქვეშ ექნებათ მონაწილეობის მიღების უფლება.  


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.