ბირმინგემში Banksy-მ თავისი ახალი ნამუშევარი უსახლკაროებს მიუძღვნა
ბირმინგემში ახალი კედლის მხატვრობა გამოჩნდა, რომელსაც ბენკსის ხელს მიაწერენ.
გრაფიტის კომპოზიცია იქვე მდგარ ქუჩის ჩამოსაჯდომ მერხს სანტა კლაუსის მარხილად წარმოაჩენს, რომელსაც ირმები ცისკენ მიაქანებენ.
ნახატი Jewellery Quarter-ში გასულ უიკენდზე გამოჩნდა და ის ყურადღებას უსახლკაროობის პრობლემაზე ამახვილებს. ამასთან ერთად, სკამზე მჯდარი ყველა ადამიანი სანტა კლაუსად წარმოგვიდგება.
არტისტის “ინსტაგრამის” გვერდზე გამოჩენილ ვიდეოს სათაურად აწერია “ღმერთმა დალოცოს ბიმინგემი”. ვიდეო გვიჩვენებს უსახლკარო კაცს, სახელად რაიანს, რომელიც სკამზე დაძინებამდე სასმელს სვამს.
ამის შემდეგ გამოსახულება მთლიან ნამუშევარს გვიჩვენებს, ხოლო ვიდეოს მესიჯი გვაუწყებს: “რაიანის ვიდეოს გადაღების 20 წუთის განმავლობაში გამვლელებმა მას ცხელი სასმელი, ორი შოკოლადის ფილა და სანთებელა აჩუქეს ისე, რომ მას არავისთვის არაფერი უთხოვია.”
გრაფიტის გამოჩენის შემდეგ ხალხი სპეციალურად მიდის Vyse Street-ზე ნამუშევართან ფოტოს გადასაღებად.
ერთ-ერთმა მათგანმა თავის “ინსტაგრამზე” დაწერა: “ამ სამყაროში ჯერ კიდევ არსებობს სილამაზე და სიკეთე, იმის მიუხედავად რომ ზოგჯერ ის შეიძლება რთული დასანახი იყოს.” სხვა ადამიანმა კი უბრალოდ დაწერა: “რა სილამაზეა.”
ორიგინალი: https://metro.co.uk/