მოგზაურობა ფალოსის უძველეს მონასტერში
ავტორი: ფრენკი კნაპი
ჰიმალაის სიღრმეში აღმოაჩენთ ბუტანს – ანტიკურ სამეფოს უძველესი მონასტრით, რომელიც აუცილებლად გაგაწითლებთ. Chimi Lhakhang ტაძარია, რომელიც “წმინდა ფალოსს” ეძღვნება და ნაყოფიერების სიმბოლოს წარმოადგენს.
მოჩუქურთმებული “მისასალმებელი” ნიშანი სტუმრებს მოუწოდებს, დაათვალიერონ მონასტერი და იქვე მდებარე სოფელი, რომელიც სასქესო ორგანოს თაყვანისცემას ეძღვნება. დამთვალიერებლებმა ბუტანი 1970-იან წლებში აღმოაჩინეს, მაშინ როდესაც ქვეყნის საზღვრები ტურისტებისთვის გაიხსნა. ტაძარი კი 1499 წელს Ngawang Choegyel-მა ააგო. მონასტრის ყურადღებით დათვალიერებისას მასზე პენისის გამოსახულებებს აღმოაჩენთ.
რატომ აშენდა მონასტერი ამ მყუდრო, ბრინჯის მინდვრებით გარშემორტყმულ სოფელში? ლეგენდის თანახმად, მე-15 საუკუნეში “დემონური” ძაღლი სოფლის მცხოვრებლებს ახლომდებარე უღელტეხილის გადაკვეთის უფლებას არ აძლევდა. იოგმა დრუფკა კუნლეიმ დემონი ხაფანგში გამოამწყვდია. ეს ხაფანგი ტაძრის ახლოს არის განთავსებული და ჩვენს დრომდეა შემონახული. საკმაოდ მოკრძალებული ნაგებობა მეზობლად მდებარე სახლებისგან ერთი შეხედვით არაფრით გამოირჩევა. ყურადღებით დათვალიერების შემდეგ კი მკაფიოდ ჩანს ფერადი მორთულობები.
საინტერესოა, რატომ ჩაეფლო ეს იოგი პენისებში? ადგილობრივები კუნლეის “ღვთიურ შეშლილს” უწოდებდნენ სექსუალობის შესახებ მისი საგანმანათლებლო მეთოდების გამო. ამ დრომდე ის ბუდიზმის “შავ ცხვრად” მიიჩნევა. კუნლეი არის ერთადერთი ბუდისტ მასწავლებლებს შორის, რომელიც ნახატებზე მუდამ შიშველი გამოისახება და მისი მეტსახელია “5000 ქალის წმინდანი”.
კუნლეის მიაწერენ ასევე ფალოსური დეკორის განვითარებას. ამასთან თავისი პენისი “მგზნებარე სიბრძნის გაელვებად” გამოაცხადა, რომელიც ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება. ასევე ცნობილია, რომ იოგს ჰქონდა იუმორის არაჩვეულებრივი გრძნობა და მისი მიმდევრების აზრით, “პენისის მონასტერი” ერთგვარად სხვა მონასტრების სისასტიკის წინააღმდეგ მიმართულ გამბედავ ჟესტს წარმოადგენს.
მონასტრის კედლებზე ნაყოფიერებისა და სიცოცხლის სიმბოლოთა არსებობა უარყოფითს განდევნის. მკურნალობის კუნლეისეული მეთოდით, მისი “ელვა” უნდა შეხებოდა ვიზიტორთა ხელებს. როგორც ჩანს, დემონური ძაღლი მან სწორედ ამ გზით გაანადგურა.
დღესდღეობით ადგილობრივები წარმატებისა და ტურისტების მოსაზიდად ხის ფალოსების მოჩუქურთმებას აგრძელებენ. ეს ნიშანი იქვე მცხოვრები ხალხის ყოველდღიურობის ერთ-ერთი ნაწილია, თუმცა ისინი თავიანთ რუტინულ საქმიანობაში ისე არიან ჩაფლულნი, რომ არც ახსენდებათ სიმბოლოსთვის შეხედვა.
რეგიონი ამაყობს თავისი ისტორიით. მონასტრის კედლებზე აღბეჭდილი სიმბოლოები ერთგვარად აღწერს იმ უხერხულობას, რომელსაც საზოგადოების ჭეშმარიტებასთან შეყრისას წარმოიშობა.
ინტერნეტის გავრცელებამ ბუტანში გზა გახსნა ახალი ფინანსური შესაძლებლობებისთვის. ქვეყანაში 1999 წლამდე ინტერნეტი და ტელევიზია არალეგალურად მოქმედებდა. ბუტანი დიდი ხნის მანძილზე გასაიდუმლოებული იყო დანარჩენი მსოფლიოსგან”, – წერდა PBS-ის ჟურნალისტი 2002 წელს. იგი წარმოადგენს ხელშეუხებელ ლანდშაფტს და ტურისტებისთვის ფარდების გახსნამ კულტურულ მემკვიდრეობას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას. თუმცა ინტერნეტმა პენისის მონასტრის შესახებ ინფორმაცია ვირუსულად გაავრცელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი ხელშეუხებელი ვეღარ დარჩება.
დღესდღეობით ბუტანში ტურისტული ვიზის ერთი დღე შესაძლოა 250$ დაგიჯდეთ. ცნობისმოყვარე მოხეტიალეები და წყვილები, რომლებსაც სურვილის ჩაფიქრება სურთ, ჯერ კიდევ დადიან ცნობილ მონასტერში და ხშირად ბერის წყალობაში ჰიპოთეზური ბავშვის სახელისა და სქესის თქმაც მოიაზრება.
სოფელში რამდენიმე რესტორანია. ასე რომ, თქვენ შეგიძლიათ მთელი საექსპედიციო დღე გაატაროთ იმ ადგილას, რომელსაც ერთ-ერთმა დამთვალიერებელმა “პენისების დისნეილენდი” უწოდა.