fbpx

პრემია „იკა“ და “არტარეა” წარმოგიდგენთ IKA AWARD 2018-ის გამარჯვებულების გამოფენას!


გააზიარე სტატია

პრემია იკა და არტარეა უკვე მეორე წელია აქტიურად თანამშრობლობენ ! არტარეა პრემიის მთავარი პარტნიორია  კულტურული პლატფორმის მიმართულებით. 

 12 დეკემბერს, 19 საათზე არტარეას სივრცე იკა 2018-ის  გამარჯვებულების გამოფენა / Show-case-ს დაეთმობა, რომელიც გააერთიანებს ნიჭიერი , ახალგაზრდა არტისტების მულტიმედიურ ექსპოზიციას ერეკლე გეწაძის ლაივ მუსიკის თანხლებით. 

გამოფენაზე დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ იხილონ პრემია იკას გამარჯვებულების ნამუშევრები მოუსმინონ საინტერესო სტუმრებს , შეიტყონ 2019 წლის სიახლეები და გაიცნონ ჩვენი პრემიის მიერ , გასული წლის დეკემბერში შერჩეული სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ახალგაზრდა არტისტები . 

 

პროგრამა

  • 19:00 მისალმება : სანდრო კაკულია პრემია იკა 
  • ტასო ჩხეიძე- არტარეა 
  • 19:20 გამარჯვებული არტისტების მისალმება 
  • რა მოუტანა მათ პრემია იკას მიღებამ ?!  
  • 19:40 ლაივ music – ერეკლე გეწაძე 

პოსტერის სივრცე – აჩიკო კანდელაკი ( IKA AWARD 2018 გამარჯვებული)

ილუსტრაციის სივრცე – თეო თეოიძე (IKA AWARD 2018 გამარჯვებული)

ლიტერატურის სივრცე – ბექა ყორშია (IKA AWARD 2018 გამარჯვებული)

გარე სივრცე – ერეკლე გეწაძე (IKA AWARD 2018 გამარჯვებული)

 

დასწრება თავისუფალია

დასაწყისი : 19:00 სთ 

მისამართი : დოდო აბაშიძის #10

 

ექსპოზიცია გადანაწილებული იქნება არტარეას საგაოფენო სივრცის სამ პავილიონში.

მარჯვენა პავილიონი დაეთმობა პოსტერის ნომინაციში გამარჯვებული ნომინანტის – აჩიკო კანდელაკის მულტიმედიურ ნამუშევრებს.

მეორე,  მარცხენა პავილიონი დაეთმობა გამარჯვებულს ნომინაციაში ილუსტრაცია – თეო თოიძე, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს წარმოგიდგენთ არა მხოლოდ კედელზე, არამედ რამდენიმე დადგმული ეკრანის საშუალებით.

ცენტრალურ პავილიონში წარმოდგენილი იქნება ლიტერატურის ნომინაციაში გამარჯვებული ნომინანტის – ბექა ყორშიას ლიტერატურული ინსტალაცია

პრემია იკას მუსიკის ნომინაციაში გამარჯვებული ერეკლე გეწაძე გამოფენის ფარგლებში წარმოგვიდგენს ლაივ პერფორმანსს არტარეას გარე სივრცეში. უნდა აღინიშნოს , რომ მუსიკოსი  მსმენელის წინაშე წარდგება პროექტ „თვაილაითის“ ავტორ ტუსია ბერიძესთან ერთად .



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.