fbpx

თაკო ჩხეიძემ საქმიანი ქალებისთვის თავისი პირველი კოლექცია შექმნა


გააზიარე სტატია

ცნობილმა მოდელმა, სამოდელო სააგენტო “ჯეომოდელსის” მფლობელმა და საერთაშორისო ჟურნალის, “ნარგისის” მთავარმა რედაქტორმა თაკო ჩხეიძემ განსხვავებული კონცეფციის ახალი ბრენდი Blooms დააფუძნა.  Blooms-ის ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ის ორიენტირებულია გამორჩეული ხარისხის სამოსის შექმნაზე საქმიანი, გემოვნებიანი და დახვეწილი ქალებისთვის, რომელთათვისაც კომფორტთან ერთად, ხარისხიც და სტილიც ძალიან მნიშვნელოვანია.  

ბრენდის უპირატესობაა ასევე მსოფლიოში ცნობილ ქსოვილების მწარმოებელ კომპანიებთან ექსკლუზიური თანამშრომლობა, რაც გულისხმობს მოდის სამყაროში პოპულარულ სახელებთან ურთიერთობას. სპეციალურად Blooms-ისთვის კომპანიის დამფუძნებელმა და კრეატიულმა დირექტორმა თაკო ჩხეიძემ შექმნა კაფსულა-კოლექცია, რომელიც 15-მდე ნამუშევარს აერთიანებს. 

ლიმიტირებული კოლექციის დათვალიერება ჭონქაძის 14-ში მდებარე შოურუმშია შესაძლებელი, თუმცა Blooms განსხვავებულ მომსახურებასაც სთავაზობს მომხმარებელს: ე.წ. Made To Measure გულისხმობს მსოფლიოში წამყვანი ქსოვილების მწარმოებელი კომპანიების კატალოგებიდან სასურველი ქსოვილისა თუ ფურნიტურის შეკვეთისა და გამოწერის შესაძლებლობას და ნებისმიერი სტილის მოდელის თავად შერჩევის საშუალებას. შერჩეული მოდელი ექსკლუზიურად მომხმარებლისთვის დამზადდება Blooms-ის მიერ. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.