fbpx

როგორ გამოიყურება იაპონიაში საკანალიზაციო ჭების ლუქები


გააზიარე სტატია



იმისთვის, რომ ქალაქმა შთამბეჭდავი იერსახე მიიღოს, ხშირად მუნიციპალიტეტი არტისტებთან თანამშრომლობს. თუმცა, როგორც ჩანს, იაპონიაში განსხვავებულ გზას მიაგნეს. აქ თქვენ შეხვდებით მოხატულ საკანალიზაციო ჭების ლუქებს, რომლებიც  იმდენად მოულოდნელი და საუცხოოა, რამდენადაც შემოქმედებითად შთამბეჭდავი.

იაპონიაში თითოეული მუნიციპალიტეტი თავისი საკანალიზაციო ჭების ლუქების დიზაინით ამაყობს. ლუქებზე სხვადასხვა სიმბოლო, ადგილობრივი ლეგენდების ილუსტრაციები, აბსტრაქტული ორნამენტები და პეიზაჟებია გამოსახული. 

ყველაფერი 1980-იან წლებში დაიწყო, როდესაც იაპონიაში საკანალიზაციო ინფრასტრუქტურის მოდერნიზება დაიწყეს. ამ  ძვირად ღირებულ ცვლილებებს დიდი წინააღმდეგობა შეხვდა, თუმცა ერთ-ერთმა ბიუროკრატმა შთამბეჭდავი გამოსავალი მოიფიქრა – მიეცათ მუნიციპალიტეტებისთვის შესაძლებლობა, ლუქები ადგილობრივი ღირსშესანიშნაობებით მოეხატათ. საბოლოოდ, ეს მოვლენა რემო კამეროტამ ასახა წიგნში Drainspotting.


იმაში დასარწმუნებლად, თუ რამდენად შთამბეჭდავი, ორიგინალური და ლამაზი საკანალიზაციო ჭების ლუქები აქვთ იაპონიაში, დაათვალიერეთ  ს. მორიტას ფოტოები.





მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.