fbpx

ნაპოვნია 2019 წლის მთავარი აღმოჩენა


გააზიარე სტატია

კულინარიაში გემოს შესაძლებლობები ამოუწურავია, ფანტაზია კი უშრეტი. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ, რამ შეიძლება გაგვაოცოს, რა იქნება საინტერესო და ჯერ კიდევ აღმოუჩენელი რეცეპტი, რა ჩაანაცვლებს უკვე მოსაწყენ და მობეზრებულ ერთგვაროვან კერძებს და ასეთი ექსპერიმენტებისთვის ყოველთვის მზად ვართ.

მოჭარბებული გასტრონომიული აფეთქებები სწორედ ზამთარში, წინასაახალწლოდ ხდება ხოლმე. ამ დროს ყველა შეფი ცდილობს ტრადიციულ კერძებს ახალი ელფერი შესძინოს, სხვადასხვა ტექნოლოგია მოსინჯოს და ნაცნობი, მაგრამ განახლებული გემოები მიიღოს. ზოგს ეს კარგად გამოსდის, ზოგს კი ფანტასტიურად.

პური გულიანი ქართველ და არამხოლოდ ქართველ მომხმარებლებში უკვე ცნობილია როგორც თანამედროვე სახაბაზო – უგემრიელესი კერძების, პურ-ფუნთუშეულისა და დესერტების კერა, რომელიც მუდამ ახალი ქართული გემოების ძიებაშია. შემოდგომაზე სახაბაზომ მომხმარებლებს გოგრის ახალი და უგემრიელესი მენიუ შესთავაზა, რომელმაც დიდი მოწონება და აღფრთოვანება დაიმსახურა. თუმცა ეს პური გულიანისთვის მხოლოდ მოგზაურობის დასაწყისი აღმოჩნდა. ზამთრის დადგომასთან ერთად მენიუს ახალი სეზონური კერძები დაემატა, მათ შორის ყველასთვის კარგად ნაცნობი გოზინაყის განახლებული ინტერპრეტაცია, რომლის მსგავსს ვერსად ნახავთ. 

გოზინაყი ქართული კულინარიის ერთერთი უგემრიელესი დესერტია, რომელიც ზამთრის დღესასწაულებზე თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება, თუმცა ის რაც პური გულიანმა შექმნა, სრულიად ახალი მწვერვალიაგოზინაყის ტორტი დავაკამათის გარეშე, 2019 წლის მთავარი აღმოჩენაა, რომელიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ.

 

გოზინაყის ტორტის ტექსტურა და ფაქტურა ერთმანეთთან ჰარმონიულად, რბილად და მიმზიდველად არის შერწყმული, რაც ისეთ შთაბეჭდილებას გიტოვებთ, თითქოს დესერტს კი არა, ცოცხალ ენდროფინებს მიირთმევთ. ვიზუალურად კერძი მადისაღმძვრელად გამოიყურება, თუმცა პური გულიანისგან ეს გასაკვირი სულაც არ არის.

გოზინაყის ტორტი

ოცნებები ხდება! ✨🎄გოზინაყის საახალწლო ტორტის საზეიმო გაჭრა ✨

Gepostet von პური გულიანი • Puri Guliani am Donnerstag, 5. Dezember 2019

ტორტი იმდენად ფაფუკია, შესაძლოა დაეჭვდეთ, რომ ის ნამდვილად გოზინაყისაა, თუმცა როგორც კი პირველ ლუკმას დააგემოვნებთ, მაშინვე იგრძნობთ უკვე კარგად ნაცნობ გემოს და დარწმუნდებით, რომ გოზინაყი ასეთი გემრიელი არასდროს ყოფილა.

 

 

დეკემბრის მთავარი აღმოჩენა, გოზინაყის ტორტი, განსხვავებული ტექნოლოგიით მზადდება, მისი შიგთავსი კი ძალიან საინტერესოდ ჟღერს. ნუშის ბისკვიტის, ტოფიტა კრემის და მოხარშული სგუშონის მუსის არომატები ერთმანეთთან იმგვარად არის დაკავშირებული, რომ რეცეპტორებს მათი სათითაოდ აღქმა შეუძლიათ, ამ ყველაფერს კი ემატება შოკოლადი, კარამელიზირებული ნუში, თხილი და ნიგოზი, რომელიც დესერტს დამატებით, გემოვნურ სიმდიდრეს მატებს. გოზინაყის ტორტს დამატებით ხალისს კონიაკის არომატი აძლევს, რომელიც ყოველ ლუკმას დაჰყვება და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ეს სასმელი სპეციალურად ამ დესერტისთვის შეიქმნა.

გოზინაყის ტორტი ქართულ კულინარიაში ნამდვილად დიდ ადგილს დაიკავებს. ის აუცილებლად უნდა მოხვდეს თქვენს საახალწლო სუფრაზე, რათა ახალი წელი ახალი აღმოჩენებით დაიწყო. შესაძლოა, ტრადიციადაც კი ჩამოყალიბდეს 31 დეკემბრის ჯადოსნურ ღამეს გოზინაყის ტორტის გაჭრა და საოცარი სურვილების ჩაფიქრება. თანაც, მისი მომზადება თქვენ არ მოგიწევთ. შეგიძლიათ პური გულიანიდან გამოიძახოთ და ის თქვენს საახალწლო სუფრაზე აღმოჩნდება.

გოზინაყის ტორტს უამრავი მსურველი ეყოლება, თუმცა თქვენ შეგიძლიათ იყოთ ერთ-ერთი პირველი, ვინც სრულიად ახალ გემოს აღმოაჩენს. ამისათვის კი საჭიროა ეწვიოთ პური გულიანს, რომელიც საარბრუკენის მოედანზე მდებარეობს. აქ, გარდა გემრიელი კერძებისა, უმაღლესი ხარისხის მომსახურება, კომფორტული გარემო და სასიამოვნო ხედები დაგხვდებათ, რაც სახაბაზოს სასიამოვნო საღამოს გასატარებლად იდეალურ ადგილას აქცევს.

 

1,384 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.