fbpx

“განისვენე ვინილში” – კომპანია თქვენს ფერფლს ვინილის ფირფიტაში ჩაწნეხს


გააზიარე სტატია


ავტორი: Steve Palace


დევიდ ბოუიმ სიმღერა Ashes to Ashes 1980 წელს ვინილზე ჩაწერა. მართალია, Thin White Duke დროს უსწრებდა, თუმცა მან ვერ შეძლო წინასწარ განეჭვრიტა, რამდენად საბედისწერო იყო ეს ჩანაწერი. ამას ამტკიცებს გარდაცვლილი ახლობლების ხსოვნის არატრადიციული მეთოდით უკვდავყოფა.



თუ ვინმეს მუსიკის მიმართ განსაკუთრებული ვნება აქვს, ან, უბრალოდ, სურს, რომ დაუვიწყარი გახდეს, არსებობს გზა, რომ  მისი ხსოვნა როგორც ვიზუალურ, ასევე აუდიოვერსიად გადაიქცეს.

თუ ფინანსური მდგომარეობა ხელს გიწყობთ, სურვილის არსებობის შემთხვევაში, უკვე შესაძლებელია თქვენი ფერფლი ვინილის ფირფიტაზე დაიტანონ შემდეგი პროპორციით – 1 ფირფიტაზე  1 ჩაის კოვზი ფერფლი. ამ მომსახურებას კომპანია  And Vinyly გვთავაზობს, რომელიც მუსიკალურმა პროდიუსერმა ჯეისონ ლიჩიმ ინგლისის ქალაქ სკარბოროში დააარსა.

ოჯახში უბედურმა შემთხვევებმა, სიბერის შეგრძნებამ (იგი საშუალო ასაკშია) და დედამისის სამსახურმა (დამკრძალავ ბიუროში მუშაობდა) ლიჩი მიიყვანა დასკვნამდე – ვინილი იყოს პასუხი ყველაფერზე.


And Vinyly სიკვდილს უდარდელად ეგებება. კომპანიის სლოგანია: “იყავი ცოცხალი ნაპრალიდან”.



2010 წელს Wired-მა ფირფიტების წარმოების პროცესი აღწერა.  თავდაპირველად ფერფლი უნდა მიმოიბნიოს ვინილის ფირფიტაზე და როდესაც ხუფი ღარების შესაქმნელად  ფირფიტას დააწვება, ფერფლი ჩანაწერში ჩაიწნეხება.

ეს არ არის უზადო პროცედურა და ფერფლის  არსებობა შეიძლება ჩანაწერის სტრუქტურაზე აისახოს. თუმცა,  ლიჩისთვის ეს ჯადოსნობის ნაწილია. “რა თქმა უნდა, ჩანაწერში იქნება უცნაური ხმები,  ტკაცუნი იმის გამო, რომ ვინილში ფერფლია მოთავსებული. მაგრამ ეს ჩვენ მოგვწონს, რამდენადაც ეს ხარ შენ”, – აღნიშნა ლიჩმა BBC-ისთან ინტერვიუში.

7-12-ინჩიანი ფირფიტა შესაძლოა შეიცავდეს დიად ჰიტებს, სპეციალურად დაწერილ მუსიკას ან გარდაცვლილი ადამიანის ხმას, რომ ოჯახის წევრებსა და ახლობლებს  საყვარელი ადამიანების ხმის მოსმენის შესაძლებლობა ჰქონდეთ. 



ამ მომსახურების ფასი, გარდაცვალებასთან  დაკავშირებული სხვა მომსახურებების მსგავსად, არ არის დაბალი. ვინილის მინიმალური ღირებულება 1160 აშშ დოლარია, ხოლო ფირფიტა განსაკუთრებული დანამატებით, მაგალითად, RIV ნამუშევრებთან ერთად 4600 აშშ დოლარამდე აღწევს.

RIV ნამუშევარი  გულისხმობს ჯეიმს ჰეიგის მიერ შესრულებულ პორტრეტს. ნამუშევარში ფერფლი შერეულია საღებავში, ამ გზით   ხდება პიროვნების როგორც აუდიო, ისე ვიზუალული ასპექტით გამოხატვა.

თუ ვინმეს საყვარელი ცხოველი ვინილის განძის სახით სურს რომ შეინახოს, კომპანია არც მას დასწყვეტს გულს.



Mental Floss-ის მიხედვით, ლიჩმა შექმნა “უდიდესი ხელშეუხებელი სავაჭრო სივრცე იმ ხალხისთვის, ვინც არ კმაყოფილდება ტრადიციული დამკრძალავი მომსახურებით”. ამ ახალი მეთოდით ადამიანის ხსოვნა ვინილის ფირფიტიდან  მეხსიერების ყველა შესაძლო არეში თავსდება.

ბოლო ბერიოდში არსებობს  მზარდი ტენდენცია არატრადიციული გზით  ახლობლების მარადიული ხსოვნის უკვდავსაყოფად. მაგალითად, ფერფლის გადაქცევა შესაძლებელია სხვა ნებისმიერ სასურველ ნივთად, როგორიცაა ყელსაბამი ანდა კერამიკული ნამუშევარი.

წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ქარიანი ამინდის წინააღმდეგ ლოცულობდნენ და  ფერფლს ოკეანეში აბნევდნენ.



And Vinyly-ის მსგავსი კომპანიები არღვევენ  ტრადიციულ ნორმათა ჩარჩოებს, რათა საყვარელი ადამიანის ხსოვნის შესანარჩუნებლად შექმნან ნივთი, რომელიც საუკუნეებს გაუძლებს.



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.