fbpx

11 დეკემბერი დილიდან 


გააზიარე სტატია

 

დღის ვიდეო: დაკარგული ძაღლისა და პატრონის ემოციური შეხვედრა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, თუ როგორი რეაქცია აქვს დაკარგულ ძაღლს და მის პატრონს, როდესაც ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

შოთოს, უმაგრეს ადამიანს გადაუღია ეს ვიდეო. შეიფარა, დაბანა, დავარცხნა, ჩაასუქა და რომ იპოვა განცხადება დამიბრუნა. <3 ,

Gepostet von George Moxeve am Montag, 9. Dezember 2019

პატრონი ჰყვება, რომ დაკარგული ძაღლი ერთ-ერთმა მოქალაქემ იპოვა და შეიფარა. თუმცა მოგვიანებით გაიგო, რომ ძაღლი დაკარგული იყო და პატრონს დაუბრუნა.

„შოთოს, უმაგრეს ადამიანს, გადაუღია ეს ვიდეო. შეიფარა, დაბანა, დავარცხნა, ჩაასუქა და რომ იპოვა განცხადება, დამიბრუნა“,  – წერს ძაღლის პატრონი.

ვიდეო: https://www.facebook.com/

 

რიანას დემნა გვასალიას დიზაინით შექმნილი ტყავის ქურთუკი ეცვა

 ბარბადოსელი მეგა ვარსკვლავი, რიანა ბალენსიაგას დიზაინით შექმნილი კოსტიუმებით ხშირად ჩნდება საზოგადოების წინაშე. ლონდონში გამართულ ერთ-ერთი წვეულებაზე მომღერალს დემნას დიზაინით შექმნილი, თითქმის 4 ათას დოლარად შეფასებული ტყავის ქურთუკი ეცვა. 

 

Snapchat-მა ჭკვიანი სათვალის – Spectacles 3-ის სპეციალური ხაზი გამოუშვა

სათვალის დიზაინზე მოდის სახლმა Gucci-მ იმუშავა. Gucci-ის გამოშვებული ტექნოლოგიური აქსესუარი ექსკლუზიური მოდელია. სათვალის ჩარჩოს დიზაინი Spectacles 3-ის რეგულარული ვერსიის მსგავსია, შუშებზე კი Gucci-ის ლოგოებია დატანილი. სათვალეები მაიამიში დაგეგმილი სახელოვნებო ბაზრობის –  Art Basel festival-ისათვის შეიქმნა და ლიმიტირებული რაოდენობით – მხოლოდ 50 წყვილი გამოვა. სათვალეებით დახურული ღონისძიების სტუმრები Snapchat-ის საიმიჯო მოკლემეტრაჟიან ფილმს ნახავენ, რომელიც დამატებითი რეალობის ტექნოლოგიით შეიქმნა. 

 

 

Sony Pictures-მა “მოჩვენებებზე მონადირეების” პირველი თრეილერი გაავრცელა

კინოსტუდიამ 35 წლის წინ გადაღებული საკულტო ფილმის, “მოჩვენებებზე მონადირეების” პრიქველი გადაიღო. 1984 წელს გადაღებული პირვანდელი ფილმისგან განსხვავებით, ახალი ფილმი გაცილებით საშიში ჩანს. ფილმის პრემიერა 2020 წლის 10 ივლისს გაიმართება. 

წყარო: https://www.youtube.com/

 

HBO-მ პაოლო სორენტინოს სერიალის, “ახალი პაპის” ახალი თრეილერი გაავრცელა

„ახალი პაპი“ 2016 წელს გამოსული „ახალგაზრდა პაპის“ გაგრძელებაა. სერიალის სიუჟეტი ახალი (ჯონ მალკოვიჩი) და ძველი, კომიდან გამოსული პაპის (ჯუდ ლოუ) დაპირისპირებაზე მოგვითხრობს. სერიალი HBO-ზე 2020 წლის 13 იანვარს გამოვა.

წყარო: https://www.youtube.com/

 

Roxette-ს ვოკალისტი მარი ფრედრიკსონი გარდაიცვალა

Image result for Roxette singer Marie Fredriksson dead at 61

„იძულებულები ვართ განვაცხადოთ, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა საყვარელმა არტისტმა დაგვტოვა. მარი ფრედრიკსონი 9 დეკემბერს, დილით, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა“, – ნათქვამია განცხადებაში. მომღერალი 61 წლისა იყო. მრავალი წლის განმავლობაში ის კიბოს ებრძოდა. მას ქმარი და ორი შვილი დარჩა. მარი ფრედრიკსონმა და პერ გესლემ Roxette 1986 წელს შექმნეს. ჯგუფის ოთხმა სიმღერამ Billboard-ის ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა. დუეტმა 75 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა. 

წყარო: https://edition.cnn.com/


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.