fbpx

ცნობისმოყვარე ხბო უსინათლო ბიზონს მეგობრობას სთავაზობს და მის ცხოვრებას ცვლის


გააზიარე სტატია



ავტორი: ემა ტაგარტი 

გაიცანით ელენი, უსინათლო ბიზონი, რომელიც ორეგონის შტატში, Lighthouse Farm Sanctuary-ში ცხოვრობს. ბიზონი თავშესაფარში პირველად 5 წლის წინ გამოჩნდა, მაგრამ მგრძნობიარე ბუნებიდან გამომდინარე სხვა ცხოველებთან ადაპტაცია გაუჭირდა. 

“როდესაც ელენი ჩვენთან პირველად მოიყვანეს, ძალიან მორცხვობდა და მეჩვენებოდა, რომ მარტოსულიც იყო. ამიტომ შევეცადეთ, მინდორში მარტო არ ყოფილიყო, თუმცა მასთან სინქრონულად არავინ ძოვდა. სამწუხაროდ, ელენი მთელ დროს მარტოობაში ატარებდა. დაახლოებით 1 წლის შემდეგ თავშესაფარში მაკე ძროხა ბეტსი მოვიყვანეთ,  რომელმაც სულ მალე ხბო მოიგო. როგორც კი ოლივერი წამოიზარდა და საბალახოდ გავიდა, მაშინვე დაუმეგობრდა ელენს”, – ჰყვება თავშესაფრის თანამშრომელი გვენი.

მოვიდა პატარა, ცნობისმოყვარე ხბო და ელენს ის სიყვარული და სითბო აჩუქა, რომელსაც იმსახურებდა. სულ მალე პატარა ხბო და უსინათლო ბიზონი განუყრელ მეგობრებად იქცნენ. ელენის დედობრივი ინსტინქტიც გამოვლინდა – მან ოლივერზე ზრუნვა დაიწყო.


როგორც კი ბიზონისა და ხბოს მეგობრობა განმტკიცდა, ელენი ბევრად უფრო ბედნიერი გახდა. მეგობრები მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ (ოლივერის დედაც ყოველთვის მათთან ახლოს იყო) მანამ, სანამ ოლივერი თავშესაფრის ნახირს შეუერთდებოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ელენი ისევ მარტო აღმოჩნდა. ოლივერთან ურთიერთობამ ბიზონს თავდაჯერებულობა შემატა, რომ თავის ცხოვრებაში სხვა  ცხოველებიც შემოეშვა. სწორედ ამ დროს ელენის მონახულება უმამ – პატარა გოჭმაც დაიწყო. ისინი საჭმელს ერთმანეთს უყოფენ და თივაშიც თამაშობდნენ.

ცოტა ხნის შემდეგ ელენმა თავშესაფარში მოყვანილი ახალი ხბოს – იტალოს ზრუნვაზე პასუხისმგებლობა აიღო. ისინი მთელ დღეებს ერთად ატარებენ და აშკარაა, რომ ელენს ეს ყველაფერი ძალიან მოსწონს.

“ამაღელვებელია იმის დანახვა, თუ როგორ გამოდის ელენი თავისი ნაჭუჭიდან. ის ძალიან კეთილი, საყვარელი და მშვიდია,  ჩვენ სიამოვნებით ვზრუნავთ მასზე”, – ამბობს გვენი.

Lighthouse Farm Sanctuary ელენისა და მისი მეგობრების მსგავსი ცხოველებისთვის უსაფრთხო და სასიამოვნო გარემოს ქმნის. “ჩვენს თავშესაფარში 300-მდე ცხოველია, რომლებმაც ადამიანების მხრიდან ცუდი მოპყრობა გამოსცადეს. მიუხედავად მათ მიერ გადატანილი ტრაგედიისა, ყოველდღე გვაოცებენ სიყვარულისა და სითბოს გამოხატვის უსაზღვრო შესაძლებლობებით.  ჩვენი მიზანია, მათი ისტორიები საზოგადოებას გავუზიაროთ და მათ წარმოდგენაში პოზიტიური ცვლილებები გამოვიწვიოთ”.

 



მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.