fbpx

ხელოვანი, რომელმაც სამსახურს თავი დაანება, რათა ოკეანის ტალღების სილამაზე აღებეჭდა


გააზიარე სტატია

 

ერთი შეხედვით ბრისბანის მოქმედი მხატვრის, ბეთანი მუფატის ოკეანური ნამუშევრები შესაძლოა ფოტოების მსგავსი იყოს, მაგრამ სინამდვილეში ეს ფერადი ფანქრებისგან შესრულებული ჰიპერრეალისტური ნახატების სერიაა. იმისათვის, რომ ყველა დეტალი შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს, მუფატი თითოეული ნამუშევრის შესაქმნელად რამდენიმე კვირას ხარჯავს. აბრეშუმის მსგავს ოკეანის ზედაპირს მხატვარი ფანქრის რამდენიმე ფენის გამოყენებით ქმნის.

ხელოვანმა 6 თვის წინ სამსახურს თავი დაანება, რათა მთელი დრო ხატვისთვის დაეთმო. ტალღების სილამაზით აღტაცებული მხატვრის შემოქმედებაში ჰაეროვანი ტალღების ლივლივი  მუქი ლურჯი ელფერით გამოიხატება. 

“ზღვასთან სიახლოვისას მე ვგრძნობდი შიშს, მაგრამ ამავე დროს, მონუსხული ვიყავი ამ სტიქიის მშვენიერებით. ოკეანის მარილიან  ჰაერში გამამთლიანებელ ძალას ვხედავ. სიცოცხლის ბოლომდე აღტაცებული ვიქნები, როგორ შეუძლია მას ერთდროულად იყოს ბობოქარიც და მშვიდიც”,  – ამბობს ხელოვანი. 

ნამუშევრების ჰიპერრეალისტურობა ავტორის  საოცარ მოთმინებას ასახავს და ამავე დროს ოკეანის მძლავრ, უსასრულო დინებას აირეკლავს.
თითოეული ნამუშევარი ინტენსიური ტონალობებითა და რეალისტური დაჩრდილვით გამოირჩევა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მუფატს ეფექტის  მისაღწევად უამრავი ფერადი ფანქარი სჭირდება. ბოლონდროინდელი ნახატის – Moonlight-ის შესაქმნელად ხელოვანმა 70 ცალი ფანქარი გამოიყენა – წარმოგიდგენიათ, რამდენჯერ უნდა გაეთალა?


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.