fbpx

იუნგის რომელი არქეტიპი ხართ და რომელი მსოფლიო ბრენდი დგას თქვენთან ყველაზე ახლოს


გააზიარე სტატია




ავტორი: მარი კერესელიძე

 

რა არის არქეტიპი? სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და “პირველსახეს”, “საწყის ფორმას” ნიშნავს, ხოლო შვეიცარიელი ფსიქოანალიტიკოსის, კარლ გუსტავ იუნგის მიხედვით კი, არქეტიპები ადამიანის ფსიქიკის უნივერსალური კონსტრუქციებია, რომლებიც კაცობრიობის მიერ დაგროვილ გამოცდილებას გენეტიკურად გადმოგვცემს.

პიროვნულობის 12 არქეტიპის დასადგენად იუნგმა მრავალი განსხვავებული კულტურის სიმბოლოები და მითები შეისწავლა. არქეტიპები ქცევის ნიმუშებს წარმოადგენს, რომლებიც ქმნიან ყოფიერების სხვადასხვა გზას. კულტურული სიმბოლოები და გამოსახულებები კი  კოლექტიურ არაცნობიერში არსებობს.

იხილეთ ტესტი ინგლისურ ენაზე: proprofs.com/

ჩვენ არქეტიპებს განვიცდით, როგორც ენერგიას. ის ისეთი არამატერიალური ელემენტებით გამოიხატება, როგორებიცაა ემოციების აღძვრა და წარმოსახვა.

არასწორი იქნება იმის თქმა, რომ თითოეული პიროვნება მხოლოდ ერთი არქეტიპისაგან შედგება. ადამიანი გაცილებით რთული არსებაა და, როგორც წესი, რამდენიმე არქეტიპს მოიცავს, მაგრამ მათ შორის არსებობს ერთი – დომინანტური, რომელიც განსაზღვრავს  ჩვენს აზრებსა და გრძნობებს.

განვიხილოთ თითოეული მათგანი:

 

 

მზრუნველი

ალტრუისტი, რომელსაც ყოველთვის სურს დაეხმაროს გარშემო მყოფებს: მეგობრებს, უცხო ადამიანებს, ზოგჯერ მტრებსაც კი. მისი გულუხვობა ყველას შთააგონებს და  უზომო მადლიერებით ავსებს.

  • მთავარი სურვილი: გარშემო მყოფების დახმარება და მათზე ზრუნვა
  • შიში: ეგოიზმი, უმადურობა
  • სისუსტე: ხშირად მას სხვა ადამიანები ბოროტად იყენებენ პირადი მიზნებისთვის
  • ძლიერი მხარეები: ემპათია, სიმპათია, გულუხვობა

 

შემოქმედი

ადამიანი, რომელიც თავს ორიგინალად აღიქვამს, ყოველდღიურ ცხოვრებასაც კი შემოქმედებითად უყურებს და დასახულ მიზნებს ყოველთვის აღწევს. 

  • მთავარი სურვილი: ინოვაციურობა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნა
  • შიში: არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღწევა
  • სისუსტე: ძალიან დიდ დროს უთმობს პერფექციონიზმს
  • ძლიერი მხარეები: კრეატიულობა, ინოვაცია, წარმოსახვა

 

მკვლევარი

ადამიანი, რომელიც აფასებს თავისუფლებას და არ შეუძლია უმოქმედოდ ყოფნა მცირე დროის განმავლობაშიც კი.  სურს ახალი თავგადასავლები და “იკვებება” გამოცდილებებით.

  • მთავარი სურვილი: საკუთარი თავის აღმოჩენა მოგზაურობისა და თავგადასავლების საშუალებით
  • შიში: ხაფანგში ყოფნა, თავისუფლების დაკარგვა, შინაგანი სიცარიელე
  • სისუსტე: უაზრო მოხეტიალე
  • ძლიერი მხარეები: დამოუკიდებლობა, საკუთარი თავის რწმენა

 

გმირი

ყველა შესაძლებლობას იყენებს საკუთარი გამბედაობის გამოსავლენად, რადგან ამ აქტით პიროვნულ ღირებულებას ამტკიცებს.

  • მთავარი სურვილი: მამაცობითა და გამბედაობით საკუთარი ღირსების დამტკიცება
  • შიში: ის, რომ სუსტად აღიქვამენ
  • სისუსტე: ქედმაღლობა და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბება
  • ძლიერი მხარეები: სიმამაცე, დისციპლინა

 

უდანაშაულო

გულუბრყვილო, პოზიტიური და ოპტიმისტი ადამიანი, რომელიც ადვილად ექცევა შთაბეჭდილებების ქვეშ. 

  • მთავარი სურვილი: შეიგრძნოს “სამოთხე”, მიაღწიოს ჭეშმარიტ ბედნიერებას
  • შიში: წესების დაარღვევის  გამო დაისჯება
  • სისუსტე: გულუბრყვილობა
  • ძლიერი მხარეები: ოპტიმიზმის შეუზღუდავი გრძნობა და დიდი რწმენა

 

კლოუნი

არქეტიპი, რომელიც ცხოვრობს მომენტში და სიამოვნებს ემოციების მაქსიმალურად განცდა. მას გადამდები სიცილი აქვს და  ძალიან უყვარს ხუმრობა. 

  • მთავარი სურვილი: იცხოვროს მომენტებით და მიიღოს მაქსიმალური სიამოვნება
  • შიში: მოსაწყენად აღიქმებოდეს
  • სისუსტე: ნაკლებად სერიოზული
  • ძლიერი მხარეები: მისი პოზიტივი გადამდებია და ყოველთვის ყურადღების ცენტრშია

 

შეყვარებული

ერთგული და თავდადებული ადამიანი, რომელიც სავსეა ემოციებითა და გრძნობებით.

  • მთავარი სურვილი: შეიყვაროს და უყვარდეს სხვებსაც
  • შიში: უარყოფა, მარტოობა
  • სისუსტე: ხშირად საკუთარ თავს კარგავს იმის მცდელობაში, რომ სხვას ასიამოვნოს
  • ძლიერი მხარეები: ერთგული და საიმედო

 

ჯადოქარი

ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ სამყაროსთან იდუმალი კავშირი აქვს. დარწმუნებულია  საკუთარ ოცნებებსა და შესაძლებლობებში.

  • მთავარი სურვილი: იცოდეს ყველაფერი სამყაროზე
  • შიში: წინასწარ ვერ განსაზღვროს უარყოფითი მოვლენების შედეგები
  • სისუსტე: ხშირად ხდება მანიპულატორი
  • ძლიერი მხარე: პოულობს გამარჯვების გზას

 

რეგულარული

სჯერა კაცობრიობის და ადვილად ამყარებს კავშირებს ყველა ტიპის ადამიანთან.

  • მთავარი სურვილი: სხვებთან მუდმივი კავშირების დამყარება
  • შიში: მარტო დარჩენა 
  • სისუსტე: ხშირად კარგავს საკუთარ თავს
  • ძლიერი მხარეები: ემპათია, სანდოობა

 

მეამბოხე

თავისუფალი გონების ადამიანი, რომელსაც ვერავინ აკონტროლებს. ცხოვრებაში საკუთარი გემის კაპიტანია.

  • მთავარი სურვილი: რევოლუცია
  • შიში: უძლური ან არაეფექტური იყოს  ძალისხმევის დროს
  • სისუსტე: კრიმინალი, დანაშაული
  • ძლიერი მხარე: თავისუფლების მოყვარული

 

მმართველი

ლიდერობა მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და ხშირად ეს კარგადაც გამოსდის.

  • მთავარი სურვილი: ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება
  • შიში: ქაოსი და დამარცხება
  • სისუსტე: ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილება
  • ძლიერი მხარეები: ლიდერობის უნარი და საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გრძნობა.

 

 ბრძენი

ცოდნისა და სიბრძნის მოყვარული. ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება, გაკვეთილად აღიქვამს და ცდილობს თითოეული მოვლენის მნიშვნელობის დადგენას.

  • მთავარი სურვილი: აღმოაჩინოს ჭეშმარიტება
  • შიში: რომ მას არასწორად გაუგებენ და უმეცრებაში დაადანაშაულებენ
  • სისუსტე: არ მოქმედებს, მხოლოდ სწავლობს და ზედმეტადაა დეტალებზე ორიენტირებული
  • ძლიერი მხარეები: დიდ ცოდნას ფლობს და ინტელექტუალია, შეუძლია კარგი რჩევების გაცემა

და ბოლოს, იხილეთ  ცნობილი ბრენდების არქეტიპები:  შემოქმედი Apple, ჯადოქარი Disney, გმირი Nike, შეყვარებული Chanel და ა.შ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.