fbpx

12 დეკემბერი დილიდან


გააზიარე სტატია

 

TIME-მა წლის ადამიანად ეკოაქტივისტი, 16 წლის შვედი გრეტა თუნბერგი დაასახელა

გრეტა თუნბერგმა პოპულარობა 2018 წელს მოიპოვა, როდესაც სტოკჰოლმში პარლამენტთან აქცია-გაფიცვას აწყობდა. მან უარი განაცხადა პარასკეობით სკოლაში ევლო მანამ, სანამ ხელისუფლება კლიმატზე შეთანხმების შესრულებას არ დაიწყებდა. წელს შვედ აქტივისტს ნობელის პრემიის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავდნენ.

წყარო: https://www.instagram.com/

 

დღეს ლევან ბერძენიშვილის ახალი ფილმის პრეზენტაცია გაიმართება

Image may contain: 1 person, text

დღეს, 12 დეკემბერს, 19:00 საათზე სტამბის წიგნებში ლევან ბერძენიშვილის ახალი  წიგნის – „ჰო და არა“ პრეზენტაცია გაიმართება. თომას მანმა მიანიშნა, რომ არსებობს ორნაირი მწერლობა: ჰომეროსული, ანუ „ნათელი“ და ბიბლიური, ანუ „ბნელი“ ლიტერატურა. ქართველმა მწერალმა კონსტანტინე გამსახურდიამ ამ მწერლებს ჰოს-მთქმელები და არას-მთქმელები უწოდა. კრებულში შესული ავტორებიც და მათი ნაწარმოებებიც შესანიშნავად ჯდება ამ „შავ-თეთრ“ დაყოფაში. 

ჩვენი „ბნელები“ არიან: დოსტოევსკი, ბუკოვსკი, ნიცშე, დანტე, კონან დოილი, ბეკეტი, ფოლკნერი, ჯავახიშვილი (უპირველეს ყოვლისა, „ჯაყოს ხიზნების“ გამო), ალექსიევიჩი (განსაკუთრებით „ცინკის ბიჭებით“) და „ნათლები“: ილია, აკაკი, ვაჟა, ტოლსტოი, გამსახურდია, დოჩანაშვილი, მარკესი, ლიოსა… რა თქმა უნდა, ისეთი ავტორიც არსებობს, რომელიც ერთდროულად ჰოსმთქმელიცაა და არასმთქმელიც, თუნდაც დიდი ბარდი შექსპირი რომ ავიღოთ, რომელსაც ტრაგედიებიც „ეხერხებოდა“, კომედიებიც, სონეტებიც და ეპიტაფიებიც.

წყარო: https://www.facebook.com/

 

ქართველი კონკურსანტი სოფი სააკაშვილი თურქულ „ვოისში“ მონაწილეობს.

მას ჟიური სიმღერის დაწყებიდან რამდენიმე წამში შემოუბრუნდა. მისი გამოსვლა იმდენად მოეწონათ, რომ რამდენჯერმე ამღერეს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

UBER-ის კვლევაში სექსუალური ძალადობის 6 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

კვლევამ, რომელიც 2017-2018 წლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა, სექსუალური ძალადობის 6000-მდე შემთხვევა გამოავლინა. შედეგების მიხედვით კი ძალადობის მსხვერპლთა 45% მძღოლია. კვლევაში სულ 5 კატეგორია გამოიყო, მათ შორის ფსიქიკური ძალადობის, შევიწროების თუ სექსუალური ძალადობის კატეგორიები. 

 

დისნეი საკულტო საშობაო ფილმის, Home Alone-ის რიმეიქის გადაღებას აპირებს

 Archie Yates Ellie Kemper Rob Delaney

უკვე ცნობილია სამსახიობო გუნდის სამი წევრიც: არჩი იეიტსი, ელი კემპერი და რობ დელეინი. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, თუ ვის როლებს შეასრულებენ ისინი, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჰოლივუდის პატარა ვარსკვლავი, არჩი იეიტსი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ფილმში Jojo Rabbit, არ იქნება მთავარი გმირის, კევინ მაკკალისტერის როლის შემსრულებელი და ის ახალი პერსონაჟის სახით მოგვევლინება ჩვენთვის ნაცნობ ისტორიაში.

წყარო: https://variety.com/

 

კვენტინ ტარანტინო  Kill Bill-ის მესამე ნაწილს გადაიღებს

რეჟისორმა თავის გეგმების შესახებ ენდი კოენის გადაცემაში სტუმრობის დროს ისაუბრა. ტარანტინოს თქმით, მესამე ნაწილის გადაღებას, სავარაუდოდ,  3 წლის შემდეგ დაიწყებს და ფილმი პირველი ორისგან განსხვავებული იქნება. ფილმის პირველი ნაწილი 2003, მეორე კი 2004 წელს გამოვიდა. მასში მთავარ როლს უმა თურმანი ასრულებს.

წყარო: https://www.youtube.com/

 

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.