fbpx

რეჟისორი ქალების გადაღებული ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმი – BBC-ის მიხედვით


გააზიარე სტატია

ბრიტანეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაცია ბი-ბი-სი-მ გამოაქვეყნა  რეჟისორი ქალების მიერ გადაღებული ყველა დროის საუკეთესო ფილმების ნუსხა. 

სია 84 ქვეყნის 368 კინემატოგრაფისტის, ჟურნალისტის, ფესტივალების ორგანიზატორებისა და კინოკრიტიკოსის გამოკითხვის შედეგად შედგა.

მათ შორის 185 ქალი, 181 კაცი, 1 არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანი იყო, ხოლო ერთმა უარი განაცხადა თავისი გენდერული კუთვნილების დასახელებაზე. 

გამოკითხვის მონაწილეებმა ჯამში 761 ფილმი შეაფასეს და ყოველმა მათგანმა თავისი ათი საუკეთესო  ფილმი დაასახელა. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით კორპორაცია ბი-ბი-სი-მ საუკეთესო Top-100 შეადგინა.

გთავაზობთ  რეჟისორი ქალების ფილმებს, რომლებიც Top-100-ის პირველ ათეულში მოხვდნენ.

 

I ადგილი – „პიანინო“. 1993. რეჟისორი და სცენარის ავტორი ჯეინ კემპიონი (ახალი ზელანდია)

 

II ადგილი – „კლეო 5-დან 7 საათამდე“. 1962. რეჟისორი ანიეს ვარდა (საფრანგეთი)

 

III ადგილი – „ჟანა დილმანი, სანაპიროს 23, 1080 ბრიუსელი“. 1975. რეჟისორი შანტალ აკერმანი (ბელგია)

 

IV ადგილი – „კარგი სამსახური“. 1999. რეჟისორი კლერ დენი (საფრანგეთი)

 

V ადგილი – “თარგმანში დაკარგული“. 2003. რეჟისორი სოფია კოპოლა (აშშ)

 

VI ადგილი – „ღიღილოები“. 1966. რეჟისორი ვერა ხიტილოვა (ჩეხეთი)

 

VII ადგილი – „ქარიშხლის ბრძანებელი“. 2008. რეჟისორი კეტრინ ბიგელოუ (აშშ)

 

VIII ადგილი – „ტონი ერდმანი“. 2016. რეჟისორი მარენ ადე (გერმანია)

 

IX ადგილი – „აკვარიუმი“. 2009. რეჟისორი ანდრეა არნოლდი (დიდი ბრიტანეთი)

 

X ადგილი – „ქვიშის ასულები“. 1991. რეჟისორი ჯული დეში (აშშ)

 

რეჟისორი ქალების მიერ შექმნილი ყველა დროის საუკეთესო ფილმების ნუსხაში უმეტესობა 90-იან წლებშია გადაღებული და ისეთ ქვეყნებში,  როგორებიცაა: აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, ბელგია, კანადა, არგენტინა, ირანი, ინდოეთი და ა.შ.

ყველაზე პოპულარულ რეჟისორად ანიეს ვარდაა მოხსენიებული, რადგან Top-100-ში მისი ყველაზე მეტი – 6 ფილმი მოხვდა. მას მოსდევენ კეტრინ ბიგელოუ, კლერ დენი, ლინ რემსი და სოფია კოპოლა.  

ასეულის ბოლო ადგილი დაიკავა ამერიკელი რეჟისორისა და სცენარისტის ფილმმა „ბავშვები კარგად არიან“ ჯულიანა მურის, ანნეტ ბენინგისა და მარკ რუფალოს მონაწილეობით. 

 რეჟისორი ქალების მიერ გადაღებული ყველა დროის საუკეთესო ფილმების Top-100 კორპორაცია ბი-ბი-სი-ს მიხედვით. 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.