fbpx

სად გავატაროთ ჯადოსნური ახალი წელი? — რეკომენდაციები


გააზიარე სტატია

ახალი წელი წლის მთავარი მოვლენაა — ამ დროს ყველა განსაკუთრებულად ემზადება დაუვიწყარი საღამოს გასატარებლად, რათა გასული წელი მხიარულად გააცილოს, დამდეგს კი დიდი ემოციით შეხვდეს. თუ თქვენ უკვე დაიწყეთ ახალი წლის საღამოს დაგეგმვა, ჩვენი სტატია დაგეხმარებათ არჩევანის გაკეთებაში, რათა თქვენს სურვილებზე მორგებული საახალწლო ღონისძიება აღმოაჩინოთ და დაუვიწყარი საღამო გაატაროთ.

 

#1.  რესტორანი ფუნიკულიორი

ჯადოსნური და დაუვიწყარი საღამოს გატარება თუ გსურთ, რესტორან ფუნიკულიორს თქვენთვის მიმზიდველი შემოთავაზება აქვს. 31 დეკემბერს “ფუნიკულიორი” თავბრუდამხვევ და სამუდამოდ დასამახსოვრებელ წვეულებას აწყობს და თქვენ შეგიძლიათ ამ ყველაფრის ნაწილი გახდეთ. თუ გსურთ დააგემოვნოთ ფუნიკულიორის ბრენდ-შეფის, გიორგი სარაჯიშვილის მიერ მომზადებული ტრადიციული ქართული კერძების თანამედროვე ვარიაციები, ისიამოვნოთ მუსიკით, ფოიერვერკებითა და ჯადოსნური ხედებით, მაშინ ეს თქვენთვის საუკეთესო არჩევანი იქნება.

ფუნიკულიორის საახალწლო წვეუბელაზე მიღება 23:00 სთ-ზე დაიწყება, თქვენ კი გიგი ვანდერის ცოცხალი შესრულებითა და ცქრიალა ღვინით დაგხვდებიან. 00:00 საათის დადგომასთან ერთად ფუნიკულიორის ზღაპრულ ტერასაზე, საიდანაც თბილისის ულამაზესი ხედები მოსჩანს, ფოერვერკების თანხლებით იზეიმებთ ახალი წლის მობრძანებას, კვარტეტი “რუსთავი” კი 2020 წლის შემოსვლას მრავალჟამიერით მოგილოცავთ. ახალი წლის პირველი ემოციების გაზიარებისა და დაუვიწყარი სანახაობის შემდეგ, გელა გნოლიძის ბენდიც დაუკრავს, 03:00 სთ-ზე კი თქვენს წინაშე ელექტრონული მუსიკა და დიჯეი წარსდგება.

საღამოს გიორგი დევაძე გაუძღვება. ადგილები წინასწარ უნდა დაჯავშნოთ, რისთვისაც აუცილებლად უნდა დარეკოთ შემდეგ ნომრებზე +995 032 2 98 00 00 ან +995 577 74 44 00.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ფუნიკულიორის ფეისბუქ გვერდი.

 

#2. რესტორანი რესპუბლიკა

Gepostet von Republic • რესპუბლიკა am Sonntag, 8. Dezember 2019

 

საახალწლო წვეულება იგეგმება რესტორან რესპუბლიკაშიც. სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის რესტორანს ამერიკელი მომღერალი Crystal Waters ეწვევა, რომელიც შეკრებილი საზოგადოებისთვის იმღერებს. გარდა ამისა, გაიმართება Melancholia Costume Project-ის კოსტუმირებული წარმოდგენა, ხოლო ცეკვა იქამდე გაგრძელდება, სანამ სტუმრებს ექნებათ სურვილი. რესპუბლიკის საცეკვაო სცენას სულ ბოლოს ქართველი მუსიკოსები Tobako Tween და Levi Love Disco დაიკავებენ.

ღონისძიება 01:00 სთ-ზე იწყება და ბილეთების შეძენა ონლაინ შეგიძლიათ. თუ ჯგუფთან ერთად აპირებთ სტუმრობას, უნდა დაუკავშირდეთ ღონისძიების ორგანიზატორებს: 577222223 ან 599 600 053.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ რესპუბლიკას ფეისბუქ გვერდი.

 

#3. ყაზბეგი რუმსი

2020 წელს თბილისს გარეთაც შეგიძლიათ შეხვდეთ და გრანდიოზულ წვეულებას ესტუმროთ. Rooms Hotel Kazbegi-ს საახალწლო სტუმარი ცნობილი ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი MokuMoku იქნება, რომელიც 31 დეკემბრის საღამოს გააცოცხლებს და მსმენელს დასამახსოვრებელ პერფორმანს შესთავაზებს.

Rooms Hotel Kazbegi-ს შეთავაზებაში შედის:

31 დეკემბერი:

  •  საახალწლო ვახშამი;
  • MokuMoku პერფორმანსი;
  • Tazthrob DJ Set;

1 იანვარი:

  • საახალწლო ბრანჩი;
  • Day party ტერასაზე;

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Rooms Hotel Kazbegi-ს ფეისბუქ გვერდს.

 

#4. ბილტმორი

სასტუმრობილტმორ თბილისი2020 წლის დადგომის აღსანიშნავად ახალი წლის სპეციალურ პროექტს „თბილისური ეზო“ აწყობს. პროექტის ფარგლებში სტუმრების წინაშე ნანი ბრეგვაძე, სუხიშვილები და სხვა ქართველი არტისტები წარდგებიან. ღონისძიება 22:30-ზე იწყება, ბილეთების დასაჯავშნად კი შემდეგ ნომერზე უნდა დარეკოთ: +995 322 72 72 72. 

ახალი წლის “თბილისურ ეზოში” მონაწილეობას მიიღებენ: 

  • ნანი ბრეგვაძე;
  • ქართული ეროვნული საბალეტო ცეკვის დასი – „სუხიშვილები“;
  • ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე;
  • ნუკრი კაპანაძე;
  • გიორგი სუხიტაშვილი;
  • მუსიკალური ანსამბლი “The Quintessence”;
  • ცნობილი ქართველი სოლო მოცეკვავე „თეა დარჩია“;
  • დიჯეი მაჩაიძე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ Biltmore Tbilisi-ის ფეისბუქ გვერდს.

1,679 total views, 1 views today


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.