fbpx

ცნობიერების ამაღლების მიზნით დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები დისნეის პერსონაჟების როლში გადაიღეს


გააზიარე სტატია



თითოეული ადამიანი მშვენიერია იმის მიუხედავად, თუ როგორ გამოიყურება გარეგნულად. სწორედ ეს არის ბრიტანელი ფოტოგრაფის, ნიკოლ პერკინსის კამპანიის (Down With Disney) მიზანი, რომელიც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს ეძღვნება.

ნიკოლ პერკინსმა დისნეის პერსონაჟების კოსტიუმებში გამოწყობილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები გადაიღო. “ქალთევზადან მეფე ლომამდე” – გადაღებას დისნეის ყველა გმირი ესწრებოდა. ინტერვიუში პერკინსი საუბრობს იმაზე, თუ რა იყო მისი შთაგონების წყარო, რატომ არის პროექტი მნიშვნელოვანი და რა მიზანს ემსახურება:

“გასულ წელს დავიწყე დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია  -Down Right Beautiful, რომელმაც საზოგადოების დიდი ინტერესი დაიმსახურა. კამპანია მოიცავდა ყველა სახის ინფორმაციას, რაც ახალბედა მშობლებს ბავშვებზე ზრუნვისას დაეხმარებოდა. 

ჩემს გამომწერებში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობლების რიცხვის ზრდასთან ერთად, გამიჩნდა სურვილი, გამეკეთებინა მათთვის რაღაც მნიშვნელოვანი და პირველი იდეა, რაც თავში მომივიდა, კამპანია Down With Disney იყო.  მე ვგიჟდები დისნეის პერსონაჟებზე და დარწმუნებული ვარ, რომ მარტო არ ვარ, ამიტომ ვფიქრობდი, რომ იდეა გაამართლებდა”.


ნახეთ ამონარიდები პერკინსის ინტერვიუდან,  რომელიც მოიცავს როგორც რჩევებს სხვა ფოტოგრაფებისთვის და ასევე დეტალებს, რომლებიც ფოტოგრაფის პროფესიულ ვნებას ამოძრავებენ.

ფოტოგრაფს სურს, აამაღლოს ცნობიერება დაუნის სინდრომის შესახებ და ამასთან თქვას, რომ მშვენიერების აღმოჩენა ყველგან არის შესაძლებელი.

პერკინსის მიხედვით, კამპანიას გამოწვევების გარეშე არ ჩაუვლია. მათ შორის იყო ფინანსური პრობლემებიც. “ყველაზე დიდი გამოწვევა იმის ცოდნა აღმოჩნდა, რომ ადრე თუ გვიან პროექტი უნდა დასრულებულიყო. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ალბათ გადაღებებს სამუდამოდ გავაგრძელებდი, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერი ძვირია.”



“მხოლოდ ერთი რამ არის შეუფასებელი – სიხარული, რომელიც ჩემმა გმირებმა საზოგადოებაში გამოიწვიეს. შედეგით აღფრთოვანებული ვიყავი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ფოტოები ვირუსულად გავრცელდებოდა. არ შემიძლია, არ ვიყო ბედნიერი”, – ამბობს პერკინსი.

პერკინსმა Bored Panda-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ფოტოგრაფიით ბავშვობიდან არის გატაცებული. მაგრამ იმისთვის, რომ პროფესიონალი გამხდარიყო, გრძელი და ქარიშხლიანი გზა გამოიარა, რაც დაეხმარა კიდეც, რომ განსხვავებული ვნებები ერთმანეთთან დაეკავშირებინა.


“ფოტოგრაფია ყოველთვის მიტაცებდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ კოლეჯის დასრულების შემდეგ სამსახურს ვიპოვიდი. ამიტომ პროფესიად ბავშვთა აღმზრდელობა ავირჩიე”.

“კოლეჯიდან განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა სკოლაში გამიშვეს, რამაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ბავშვები ძალიან შემიყვარდნენ, სწორედ ამიტომ, დღემდე მათთან ვმუშაობ. ფოტოგრაფია ჩემით ვისწავლე და საკუთარი საქმე წამოვიწყე. ფოტოების გადაღება იმ ადგილას, სადაც დიდ სიამოვნებას ვიღებ – ეს იყო ორი საქმე, რომელიც ერთდროულად უნდა მეკეთებინა”.



პერკინსი დამწყებ ფოტოგრაფებს, რომლებსაც საკუთარი ფოტოების გამოჩენის ერიდებათ, ურჩევს, რომ გაბედონ და გამოვიდნენ საკუთარი ნაჭუჭებიდან.

“მახსოვს, დიდ დროს ვხარჯავდი იმაზე ზრუნვაში, რომ სხვა ფოტოგრაფებს დავმსგავსებოდი, მაგრამ მივხვდი, რომ საკუთარი სტილი უნდა მქონოდა. ახლა ფოტოს გადაღებისას მხოლოდ ჩემს სურვილებსა და ემოციას ვითვალისწინებ”.



“ყოველთვის მინდოდა, ჩემი სიყვარული ფოტოგრაფიის მიმართ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანებისთვის დამეკავშირებინა. და მაშინ, როცა პროექტი გავაკეთე, მივხვდი, რომ ეს იყო საუკეთესო რამ, რაც კი ამ ცხოვრებაში შემიქმნია.

გამოაჩინეთ თქვენი ნამუშევრები. შესაძლოა, ისინი ადამიანებს მოეწონოთ, ან არ მოეწონოთ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, თუ საკუთარ თავში დარწმუნებულები იქნებით.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.