fbpx

ჟურნალისტმა მუმბაის ტაქსების ფერადი ჭერი გადაიღო


გააზიარე სტატია



მუმბაიში მყოფი ჟურნალისტი რახელ ლოპესი ორი წლის მანძილზე სურათებს უღებდა მუმბაის ტაქსების ინტერიერს, რათა აღებეჭდა ის საიდუმლო გარემო, რომელიც ქალაქის ტაქსებში ეგულებოდა. 

ინდოეთის  ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ქალაქ  მუმბაიში 18 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ყოველდღიურად იყენებს. ქალაქში დაახლოებით 58 000 ტაქსია, რომლებსაც  kaali-peelis-საც უწოდებენ, რაც შავი და ყვითელი ფერების მქონე ექსტერიერს აღნიშნავს. 

ამ მანქანების ინტერიერი გასაოცარი, ეკლექტური დეკორით გამოირჩევა. ლოპესი წერს, რომ  ტაქსებს „ტემპერამენტიანი ადამიანები მართავენ”.   მიუხედავად იმ უსიამოვნებებისა, რაც მას თავს გადახდა, ჟურნალისტი ამბობს: “თუ ერთხელ მაინც ტაქსი ჩაგიქროლებთ, აუცილებლად შეეცადეთ, ჩაჯდეთ და შიგნიდან  დაათვალიეროთ იგი. თქვენ იქ დაინახავთ ხელოვნების უჩვეულო ნიმუშებს. ქალაქის ტაქსების დაახლოებით ნახევარი დამშვენებულია ერთგვარი ფერადი პლასტმასის ან ვინილის ფენებით”.

ლოპესმა პირველი სელფი ფერადდეკორიან ტაქსიში 2017 წლის აპრილში გადაიღო. ჟურნალისტი ფიქრობდა,  რომ თანამედროვე აპლიკაციიების გამო, შესაძლოა მუმბაის ტრადიციული სატრანსპორტო სისტემა ჩანაცვლებულიყო. პირველი სელფის გადაღების შემდეგ ლოპესი მუდმივად ცდილობდა, სურათი სხვა ტაქსებშიც გადაეღო და საბოლოოდ, სელფი მუმბაის ტაქსებში მის ჩვევად იქცა. ორი წლის შემდეგ ეს ამბავი ორიგინალური დეკორის მქონე,  კიჩის ციფრული ალბომის შექმნით დასრულდა.

ლოპესის “სასიყვარულო წერილები” ქალაქის ტაქსების შესახებ გამოიფინა ფესტივალზე –  Kala Ghoda.  ფესტივალზე ნაჩვენები იყო ჟურნალისტის ასი ფოტოსურათი. ”ჩემი სიახლეების ველი ახლა უკვე სავსეა მეგობრებითა და უცხო ადამიანებით, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ იმ ტაქსების სურათებს, რომლითაც ქალაქში მგზავრობდნენ.  

ადგილობრივები აღნიშნავდნენ, რომ აქამდე ისინი ყურადღებას არ აქცევდნენ  kaali-peelis-ის დიზაინის მრავალფეროვნებას. თუმცა, მძღოლები უსიტყვოდ ხვდებოდნენ დეკორით გამოწვეულ აღტაცებას  და მშვიდად განაგრძობდნენ ტაქსის მართვას”, – აღნიშნა ლოპესმა.
 

ქვემოთ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ფოტოები, რომელიც ხელოვანმა მუმბაიში მოგზაურობის დროს გადაიღო.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.