fbpx

რა მოხდება, თუ კლასიკური ნახატები თანამედროვე მსოფლიოს ქალაქების ქუჩებს შემოივლიან


გააზიარე სტატია

 

არტისტულმა ექსპერიმენტმა კიევში  გამოჩენისთანავე მოიპოვა დიდი პოპულარობა. ალექსეი კონდაკოვის ნეაპოლის პროექტი, რომელშიც კლასიკური პერსონაჟები თანამედროვე სცენებზე არიან გამოსახული, გაფართოვდა და ახალი სახელწოდებით – “ღმერთების ყოველდღიური ცხოვრება” წარმოგვიდგა.  

პროექტში წარმოდგენილია მხატვრის უახლესი შთამბეჭდავი ნამუშევრები. კონდაკოვმა კოლაჟთა ერთიანი ხაზის შესაქმნელად იტალიაში მაღაზია დაიქირავა. არტისტმა თანამედროვე იტალიური ცხოვრების ფოტოგრაფიულ ფონს დაამატა კადრები რენესანსული ნახატებიდან.


კონდაკოვი მიწიერი ქალაქის ქუჩებში ზეთში შესრულებული პერსონაჟების განსათავსებლად ოსტატურ ინსტინქტებს და ტექნიკას იყენებს. მისი ფოტომანიპულაციების შედეგი არა მარტო განსაცვიფრებელი, არამედ ექსცენტრიკულიცაა. კონდაკოვი ნამუშევრებზე გამოსახავს ქალებს პრერაფაელიტების ნამუშევრებიდან, ასევე სხვა რომანტიკულ პერსონაჟებს რენესანსიდან, ბაროკოდან და ნეოკლასიკური ხელოვნებიდან. 

მუზები შემოსილები არიან, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში გვხვდებიან შიშვლებიც. რენესანსული პერსონაჟების ტანსაცმლის მაღაზიებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გამოჩენით, ხელოვანი ძველ ფერწერას თანამედროვე ცხოვრებაში ახალ სუნთქვას ანიჭებს. 

კონდაკოვის პროექტი „ღმერთების ყოველდღიური ცხოვრება“ იტალიაში გახორციელდა, თუმცა არტისტმა  ნამუშევრები სხვა ევროპულ ქალაქებში –  ბერლინსა და ლონდონშიც შექმნა.

ალექსეი კონდაკოვის დინამიკურ კოლაჟებში  წარსული ხელს ართმევს აწმყოს. არტისტის დახმარებით რენესანსული ხელოვნების პერსონაჟები თანამედროვე იტალიის ქუჩებში გამოჩნდნენ.


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.