fbpx

დისტანციურად მუშაობის დადებითი და უარყოფითი შედეგები – Wundamail-ის კვლევის მიხედვით


გააზიარე სტატია

 

The Wundamail-ის დისტანციური მუშაობის ყოველწლიური ანგარიში იკვლევს ქცევით მეცნიერებასა და ეკონომიკურ მონაცემებს დიდი ბრიტანეთის მაგალითზე. 

2019 წლის კვლევისთვის გამოიკითხა 2500 დისტანციურად მომუშავე კადრი, სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის, სქესის და შემოსავლის მიუხედავად.

დიდ ბრიტანეთში ხუთიდან ერთი ბიზნესი დისტანციურ სამუშაო პოლიტიკას ირჩევს.  The Wundamail-ის მიხედვით, რესპოდენტების 74%-მა აღნიშნა, რომ დისტანციურად მუშაობამ მათი პროდუქტიულობის დონე გაზარდა. ეს დადებით ნიშანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ხარჯების შემცირებას ცდილობენ.

საზოგადოებაში გავრცელებულია ის აზრი, რომ დისტანციურად მომუშავე პირები იზოლირებულები არიან და შესაბამისად, კორპორაციულ კულტურასაც არ იცნობენ. The Wundamail-ის კვლევამ აჩვენა, რომ ეს მოსაზრება უსაფუძვლოა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპანიები უპირატესობას კარგი ხარისხის ონლაინ კომუნიკაციას ანიჭებენ. მაგალითად, გამოკითხულთა 60% თვლის, რომ მათი საქმე გუნდის მიერ დაფასებულია, 71% კი ქებასა და სხვა ფორმის მამოტივირებელ აღიარებას იღებს კომუნიკაციის ტექნოლოგიის საშუალებით.

მიუხედავად ყველაფრისა, პოტენციური საფრთხეები კვლავ არსებობს მათთვის, ვინც დისტანციური კადრების გუნდს მართავს. რესპოდენტთა 42% ყოველდღიური მხარდაჭერის ნაკლებობას განიცდის, ვიდრე მაშინ, როდესაც ოფისში არიან.

რესპონდენტებმა განაცხადეს, რომ ყველაზე დიდი ”პროდუქტიულობის ბარიერი”, რომლის წინაშეც ისინი არიან, კომუნიკაციაა (47%), შემდგომ  კონცენტრირება და მოტივაცია (39%), ხოლო ბოლოს – დროის მენეჯმენტი (14%).

მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურ კადრებში ნაკლები სტრესი და მყარი კარიერული ზრდა აღნიშნება, გამოკითხვამ აჩვენა, რომ პრობლემა მენეჯერებსა და მათ შორის არასწორი კომუნიკაციაა.  55% ამბობს, რომ მათ მენეჯერებს არ ესმით, რას აკეთებენ ისინი ყოველდღიურად.

 

დრო იცვლება, ტექნოლოგიურ ერაში კი ადამიანებს სულ უფრო უჭირთ სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნა. ლოგიკურია, რომ ზოგიერთი კადრისთვის დისტანციურად მუშაობა ბევრად კომფორტულია. საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ტიპის სამსახური ერთდროულად სასარგებლოცაა და სტრესულიც.

 


მიიღე ყოველდღიური განახლებები!
სიახლეების მისაღებად მოგვწერეთ თქვენი ელ.ფოსტა.