ოსკარის ნომინანტთა შორის ვერც ერთი ქართული ფილმი ვერ მოხვდა
გააზიარე სტატია
ცოტა ხნის წინ ამერიკის კინოაკადემიის 92-ე დაჯილდოების სხვადასხვა ნომინაციების ნახევარფინალისტები დასახელდნენ.
სამწუხაროდ, მათ შორის ვერც შვედეთის სახელით წარდგენილი “Then We Danced” და ვერც საქართველოს კანდიდატი ფილმი “შინდისი” მოხვდა.
უცხოენოვანი მხატვრული ფილმის ნახევარფინალისტებს შორის არიან:
- პოლონეთი — Corpus Christi
- რუსეთი — Beanpole სენეგალი — Atlantics
- სამხრეთ კორეა — Parasite
- ესპანეთი — Pain and Glory
- ჩეხეთი — The Painted Bird
- ესტონეთი — Truth and Justice
- საფრანგეთი — Les Misérables
- უნგრეთი — Those Who Remained
- ჩრდილოეთ მაკედონია — Honeyland
ნახევარ ფინალში შერჩეული ფილმებიდან კი საბოლოო ხუთეული 13 იანვარს დასახელდება.