18 ცნობილი ფოტო ისტორიაში: უძველესი ფოტოდან პირველ “ინსტაგრამამდე”
მანამდე, სანამ ტერმინი “ფოტოგრაფია” ჯერ კიდევ არ არსებობდა, ბერძენი მათემატიკოსები ამზადებდნენ ძალიან მარტივ კამერებს ძვ. წ. მეოთხე საუკუნიდან ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
ფოტოგრაფიის ისტორია ფოტოებით ასახავს გამოგონებებს, იმას, თუ როგორ ვითარდებოდა ტექნოლოგიები მსოფლიოს უძველესი ფოტოდან ინსტაგრამის პირველ ფოტომდე.
ყველაზე ადრეული ფოტოები დაგეროტიპის გამოყენებით ლუის დაგერმა გადაიღო და ფოტოგრაფებისთვის უსასრულო შესაძლებლობები შექმნა. მოდით, ვიმოგზაუროთ ისტორიაში დაგავიცნოთ ფოტოგრაფები, რომელთაც სამყაროს ხედვა შეცვალეს.
მსოფლიოს პირველი ფოტო
მსოფლიოში პირველი ფოტო – ან უძველესი გადარჩენილი ფოტო – ჯოსეფ ნიკეფორეს ნიეპსიმ გადაიღო 1826 ან 1827 წელს აპარატით, რომელიც ჰელიოგრაფის სახელითაა ცნობილი. კადრი გადაღებულია ნიეპსის კარ-მიდამოს ზედა სართულის ფანჯრიდან, ბურგუნდიაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჰელიოგრაფი იღებს მხოლოდ ერთ სურათს, ეს ფოტოც ერთადერთი ეგზემპლარია და ის ტექსას-ოსტინის უნივერსიტეტშია დაცული.
მსოფლიოს პირველი ავტოპორტრეტი
ჩვენ ახლა სელფებს ვიღებთ, მაგრამ პირველად 1839 წელს რობერტ კორნელიუსმა ფილადელფიაში გადაიღო ავტოპორტრეტი – მან დააყოვნა კამერა, სანამ ლინზას დაფარავდა.
ნიუ-იორკში გადაღებული უძველესი ფოტო
ეს 1848 წლის დაგეროტიპი მანჰეტენის დასავლეთ ნაწილშია გადაღებული და ნიუ-იორკის უძველესი გადარჩენილი ფოტოა, რომელიც 2009 წელს სოტბის აუქციონზე 62 500 დოლარად გაიყიდა. სამწუხაროდ, პირველი ფოტო ნიუ-ორკიდან, რომელზეც ტაძარი იყო ასახული, ახლა დაკარგულია.
მთვარის პირველი ფოტო
ეს დაგეროტიპი გადაღებულია ჯონ ვ. დრაპერის მიერ 1840 წელს. ეს მთვარის პირველი ფოტოა, რომელიც გადაღებულია ობსერვატორიის სახურავიდან, ნიუ-იორკში. ფოტო შემორჩენილია მნიშვნელოვანი დაზიანებით.
პირველი ფოტო ადამიანებთან ერთად
ლუის დაგერმა – დაგეროტიპის გამომგონებელმა – გადაიღო ფოტო, რომელიც პარიზის ერთადერთი უძველესი ფოტო არ არის, მაგრამ მსოფლიოში პირველი ფოტოა, რომელზეც ადამიანები არიან აღბეჭდილი. ეს 10-წუთიანი ექსპოზიცია გადაღებულია 1836 წელს დე ლა რესპუბლიკში და შესაძლებელია მასზე შეამჩნიო ორი ბუნდოვანი ფიგურა მარცხენა მხარეს, კუთხეში.
ომის პირველი ფოტო
კაროლ პოპ დე საზმარი არის პირველი ცნობილი ომის ფოტოგრაფი. გადაღებული აქვს ყირიმის ომის ასობით ფოტო. მაგრამ ეს ფოტო 1870 წლისაა. სავარაუდოა, რომ ის პირველი შეტაკების ფოტოა და მასზე ნაჩვენებია პრუსიის ჯარის გადაადგილება. ფოტოგრაფმა ფოტო მაშინ გადაიღო, როცა ის საფრანგეთის დაცვის მხარეს იდგა.
პრეზიდენტის პირველი ფოტო
ჯონ ქვინს ადამსმა წესი დაარღვია – ის ამერიკის პირველი პრეზიდენტი იყო, რომელმაც ფოტო გადაიღო.საფიქრებელია, რომ ის ფოტოს გადაღებისას ოფისში არ იმყოფებოდა. გადაღებულია თავის სახლში,მასაჩუსეტში, 1843 წელს. დაგეროტიპი გადაღებულია პილიპ ჰაასის მიერ. პრეზიდენტის პირველი ფოტო გადაღებულია 1841 წელს, მაგრამ სურათი დაკარგულია. მასზე ასახულია უილიამ ჰენრი ჰარისონი, სანამ ის პნევმონიით გარდაიცვლებოდა. ეს მოხდა მისი პრეზიდენტობიდან 31 დღეს.
მზის უძველესი ფოტო
მთვარის პირველი ფოტოს გადაღებიდან 5 წლის შემდეგ, 1845 წელს, ფრანგმა ფიზიკოსებმა ლუის ფიზეუმ და ლეონ ფოუკალტმა მზის პირველი ფოტო გადაიღეს. ერთგვაროვანი 1/60 ექსპოზიციიდან შესაძლებელია მზის ლაქების გარჩევა.
ტორნადოს პირველი ფოტო
ლოგიკურია, რომ ტორნადოს პირველი ფოტო გადაღებულია კანზასში. 1884 წლის 26 აპრილს ტორნადო ნელა მოძრაობდა ანდერსონის კვეთაზე და მოყვარულმა ფოტოგრაფმა თავისი ყუთის მაგვარი კამერით დააფიქსირა. ესაა ინოვაციური ფოტო მეტეოროლოგიაში – ტორნადო უკანა ხედვის არედან.
პირველი საჰაერო ფოტო
დრონების ეპოქაში ხშირად საჰაერო ფოტოსაც იღებენ, მაგრამ ეს 1860 წელს გადაღებული ფოტო ასეთი ტექნოლოგიის პიონერია. ბოსტონი 2000 ნაბიჯის სიმაღლიდან. საჰაერო ფოტო გადაღებულია ჯეიმს ვალანს ბლექის და სამოელ არჩერ კინგის მიერ. სამწუხაროდ, პირველი ფოტო, რომელიც ფრანგმა ფოტოგრაფმა და აერონავტმა გასპერ-ფელიქს ტოურნაჩორიმ გადაიღო, დაკარგულია.
პირველი დედამიწის ფოტო მთვარიდან
1966 წლის 23 აგვისტოს მთვარის თანამგზავრმა ეს გასაოცარი ფოტო დედამიწას მთვარიდან გადაუღო – მთვარის გარშემო მეთექვსმეტე ბრუნის შესრულებისას.
პირველი ფერადი ფოტო
ფიზიკოს ჯეიმს კლერკ მაქსველს თამამად შეუძლია პირველ ფერად ფოტოზე ისაუბროს. 1855 წელს მაქსველმა გამოიგონა სამი ფერის მეთოდი. რა იყო ფოტოს ობიექტი? – ფერადი ბაფთა, ასევე ცნობილი, როგორც კუბოკრული ბაფთა.
პირველი წყალქვეშა ფოტო
1926 წელს National Geographic-ის ფოტოგრაფმა ჩარლზ მარტინმა და ბოტანიკოსმა ვილიამ ლონგლეიმ გადაიღეს პირველი ფერადი ფოტო წყალქვეშ. ის გადაღებულია ფლორიდაში და მასზე ასახულია კუზიანი თევზი – Hohfish. ეს პირველი წყალქვეშა ფოტო გადაღებულია 2 შეფუთული კამერით, წყალგაუმტარ პირობებში და მაგნიუმით აღჭურვილი ტექნოლოგიით.
პირველი ციფრული ფოტო
პირველი ციფრული ფოტო იმაზე ბევრად ადრეა გადაღებული, ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ – “კოდაკის” ციფრულ კამერამდე თითქმის 20 წლით ადრე – 1957 წელს. ამ სურათზე გადაღებულია რასელ კირსჩის ვაჟი. ფოტო ფირის მსგავსი ციფრული გამოსახულებაა – კვადრატული ფორმა, რომელმაც “ინსტაგრამს” საფუძველი დაუდო.
პრეზიდენტის პირველი ციფრული ფოტო
2009 წლიდან აშშ-ის პრეზიდენტის გადასაღებად ციფრული კამერას იყენებენ. პირადმა ფოტოგრაფმა პეტ სოუზამ ჯილდო მიიღო ბარაკ ობამას პორტრეტისთვის, რომელიც გადაღებულია Canon 5D Mark II-ით, განათების გარეშე.
პირველი ფოტო ინსტაგრამზე
2010 წლის 16 ივლისს ინსტაგრამის თანადამფუძნებელმა კევინ სისტრომ პირველი ფოტო ატვირთა ინსტაგრამზე. ფაქტობრივად, ის აიტვირთა კოდური სახელწოდების მქონე აპლიკაციით, სამი თვის შემდეგ კი იქცა აპლიკაციად, რომელიც ყველამ ვიცით და გვიყვარს. პირველი ფოტო ინსტაგრამზე გვიჩვენებს სისტორმის საყვარელ ძაღლს.
პირველი ფოტო მზის გვირგვინის შიგნით
2018 წლის 8 ნოემბერს ნასაში პარკერ სოლარ პრობმა გადაიღო ინოვაციური ფოტო 16.9 მილიონი მილის დაშორებით მზისგან. ეს წარმოუდგენლად ახლოსაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწა 91 მილიონი მილითაა დაშორებული მზისგან. მზის გვირგვინის შიგნიდან გადაღებული პირველი ფოტო დიდი სამეცნიერო მიღწევაა.
შავი ხვრელის პირველი ფოტო
2019 წლის აპრილში “ნასამ” გამოაქვეყნა შავი ხვრელის პირველი ცნობილი ფოტო. ეს მისტიკური ობიექტი Event Horizon ტელესკოპმა დედამიწიდან 55 მილიონი სინათლის წლით დაშორებულ მანძილზე აღმოაჩინა. მანათობელი დისკო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, სინამდვილეში შავი ხვრელია, შეზრდილი გალაქტიკის მთავარ ნაწილში, სადაც ცხელი გაზები ვაკუუმის გარშემო მორევს ქმნის.