5 წლის ბიჭმა მთელი ჯგუფი მისი შვილად აყვანის პროცესზე დასასწრებად სასამართლოში დაპატიჟა
5 წლის ბიჭმა მთელი ჯგუფი მისი შვილად აყვანის პროცესზე დასასწრებად სასამართლოში დაპატიჟა
მიჩიგანის შტატში 5 წლის ბავშვმა მის შვილად აყვანის პროცესზე დასასწრებად ბაღის მთელი ჯგუფი დაპატიჟა და მსოფლიოს გულიც მოიგო. ფოტოზე, რომელიც კენტის საოლქო სასამართლომ გაავრცელა, პატარა ბიჭი თავის ახალ ოჯახთან ერთადაა. მათ უკან კი მოჩანს ჯგუფელებით სავსე დარბაზი, რომლებიც ქაღალდის გულებით მაიკლს გულშემატკივრობენ.
ბავშვებმა ახსნეს, თუ რატომ იყვნენ იქ და რას ზეიმობდნენ:
“მაიკლი ჩემი საუკეთესო მეგობარია”, – ამბობს სტივენი.
“მე ლილი მქვია და მაიკლი მიყვარს”, – უთხრა პატარა გოგონამ მოსამართლეს, პატრიცია გარდენს, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის საახალწლოდ მორთულიყო.
“ეს სასწავლო წელი ისე დავიწყეთ, როგორც ოჯახმა. ოჯახს დნმ არ აქვს, რადგან ოჯახი სიყვარული და თანადგომაა”, – განაცხადა დამრიგებელმა.
შვილად აყვანის პროცესის დასრულებას, რაც მოსამართლის მიერ ჩაქუჩის დარტყმით გამოიხატა, მაიკლის მასწავლებლები, თანაჯგუფელები და მშობლები აპლოდისმენტით შეხვდნენ.
“ხუთშაბათს კენტის სასამართლოს ყოველწლიური შვილად აყვანის პროცესი გაიმართა და 37 ბავშვი ახალ ოჯახებს სიყვარულით, უკვე ოფიციალურად მიესალმა”.
ადგილობრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში 5 წლის მაიკლმა თქვა: “მე მიყვარს მამაჩემი!”
ფოტოს, რომელზედაც მაიკლი ბაღის ჯგუფელებთან ერთადაა გამოსახული, ფეისბუქზე 100 000-ზე მეტი გაზიარება აქვს.